მამაკაცი არასრულწლოვან გერებს წლების განმავლობაში აუპატიურებდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
გერების გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი  თბილისში 2018 წლის 28 აგვისტოს დააკავეს

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მამაკაცი წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.

საპატიმრო დაწესებულება - Sputnik საქართველო
ტრაგედია ბარნოვზე: გერის მკვლელობისთვის ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

„თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერების გაუპატიურებაში ბრალდებული გ.ფ დამნაშავედ ცნო“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მამაკაცი  თბილისში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 111, 138-ე მუხლის მესამე  ნაწილის „დ“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

2018 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახური ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა - 4700 ფაქტი, რაც წინა წელთან შედარებით 122%-ით მეტია. შსს ჩადენილი დანაშაულის საგანგაშო ციფრებს დიდ წილად დანაშაულის ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესებით ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0