ტრაგედია ბარნოვზე: გერის მკვლელობისთვის ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

© Pixabay / ErikaWittliebსაპატიმრო დაწესებულება
საპატიმრო დაწესებულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი შვილების თვალწინ მოკლა და მიიმალა.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ვეფხია ბაქრაძემ მოკლა თუ არა 25 წლის ქალი შვილების თვალწინ – ბრალდებულის აღიარება>>>

რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს, რომელსაც დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად, სასამართლომ მას ორი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. იგი მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილია და, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სწორედ მის სახლში იმალებოდა.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ექვსი წლის ბიჭი დედის მკვლელობის საზარელ დეტალებს იხსენებს

ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე წლის 13 აპრილს 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი საკუთარმა მამინაცვალმა ვეფხია ბაქრაძემ მოკლა. გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა თამარ გამრეკელაშვილს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა და მიიმალა. ბაქრაძე მკვლელობიდან მეორე დღეს სოფელ თელეთში დააკავეს. დანაშაულის მოტივად ბრალდებულსა და მის ყოფილ მეუღლეს, მოკლულის დედას ნათია გობაძეს შორის უთანხმოება დასახელდა.

ბრალდებულის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით იყო აღძრული, თუმცა მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი წარედგინა სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ბაქრაძე ადრე სასჯელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა მან საპატიმრო ვადაზე ადრე, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0