პარლამენტი: საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობა ეფექტურად მუშაობს

© Sputnik / Alexander Imedashvili"მოწევა აკრძალულია!"
მოწევა აკრძალულია! - Sputnik საქართველო
თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა 15 წლის განმავლობაში 53 ათასი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის, მიაჩნიათ ხელისუფლებაში.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შეზღუდვისკენ მიმართული რეფორმის ეფექტურობას გაუსვა ხაზი.

საქართველოში სიგარეტის შემდეგ, შესაძლოა გასახვევი თამბაქოც გაძვირდეს>>>

„ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა, რომელიც ხასიათდება აღსრულების მარტივი და დახვეწილი მექანიზმებით. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს კანონის აღსრულების ძალიან მაღალი 96%-იანი მაჩვენებელი", – განაცხადა კობახიძემ თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

სიგარეტი  - Sputnik საქართველო
როგორ შევამციროთ თამბაქოს მოხმარება: ათი მარტივი ხერხი

მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმის წყალობით მომავალი 15 წლის განმავლობაში 53 ათასი ადამიანი შეძლებს ნაადრევი სიკვდილისგან თავის დაცვას. გარდა ამისა, ეს ქვეყანას თავიდან ააცილებს 3,6 მილიარდი ლარის ეკონომიკურ დანაკარგს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად 11,4 ათასი ადამიანი იღუპება. თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის გამო, ასევე პროდუქტიულობის შემცირებისა და სხვა მიზეზების გამო, საქართველო ყოველწლიურად 825 მილიონ ლარს კარგავს, რაც ქვეყნის მშპ-ის 2,4%-ს შეადგენს.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას აქვს გრძელვადიანი ხედვა, კერძოდ, შემუშავებულია სტრატეგია „საქართველო 2020". ეს არის მრავალდარგობრივი, მულტისექტორული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა და სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნო, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

მწეველების კალკულატორი: რამდენით და რატომ გაძვირდება კიდევ სიგარეტი>>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 32% მწეველია.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები წარმოადგენს.

სიგარეტის ამკრძალავი ნიშანი - Sputnik საქართველო
პირველი იანვრიდან თამბაქოს კანონის დარღვევისთვის ცხრა დაწესებულება დაჯარიმდა

თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის პარალელურად ხელისუფლება მწეველთა სასარგებლოდ გარკვეულ დათმობაზე მაინც წავიდა. აღნიშნულ კანონში შესწორებები 2019 წლის დასაწყისში შევიდა, რომლის თანახმად, თამბაქოს მოხმარება ნებადართული გახდა უმაღლესი სასწავლებლების, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ეზოებში.

თუმცა, მრავალბინიანი სახლების ჰოლში, სადარბაზოში, დერეფანში, ლიფტში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარებისთვის გაიზარდა ჯარიმები.

თუ ადრე ჯარიმა 50 ლარს შეადგენდა, ახლა მისი ოდენობა 100 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაორმაგდა ჯარიმა კანონის ხელმეორედ დარღვევისთვის – 200 ლარი.

ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის ჯარიმა შემცირდა – მუშაობის დროს თამბაქოს მოხმარებისთვის ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება.

ჯარიმდებიან ასევე იმ არასრულწლოვნების მშობლები, რომლებიც შეუფერებელ ადგილზე ეწევიან. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური