პირველი იანვრიდან თამბაქოს კანონის დარღვევისთვის ცხრა დაწესებულება დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტის ამკრძალავი ნიშანი
სიგარეტის ამკრძალავი ნიშანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
8 იანვრიდან ძალაში შევიდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის ის მუხლი, რომელიც ფიზიკური პირის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თბილისში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ფარგლებში მონიტორინგის პროცესში 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე ცხრა დამრღვევი კვების ობიექტი დაჯარიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ინფორმაციით, დაჯარიმდნენ კვების ობიექტები „მარანი", „ჰუკა", „მოეტი", „ბლუმი", „კორა", „ალადინი", „ორანჟერეა", „საჰარა" და „ბლექბული".

აღნიშნული კვების ობიექტები ცინცაძის, აღმაშენებლის, გრიშაშვილის, შარდენის, მოსაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე მდებარეობს.

„დახურულ სივრცეში თამბაქოს ნაწარმის და ჩილიმის მოხმარება დაფიქსირდა, ასევე არ ჰქონდათ თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები. აღნიშნულ ობიექტებში რიგითი მოქალაქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მივედით და როგორც მონიტორინგის ჯგუფის, ასევე საპატრულო პოლიციის მიერ დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები დადასტურდა", – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „კორა" უკვე მესამედ დაჯარიმდა. ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „ჰუკას" კი მეორედ დაეკისრა ჯარიმის გადახდა.

საფერფლე - Sputnik საქართველო
SOS! საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად 11 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად, ამოქმედდა თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები. ახალი რეგულაციების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში აიკრძალა, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონზე. გამონაკლისია ღია ვერანდები, ბარებისა და რესტორნების ტერასები, სამორინეები და სიგარა-ბარები, ასევე საპატიმროები და ფსიქიატრიული კლინიკები.

ასევე, დღეიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომელიც ფიზიკური პირის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, დახურულ სივრცეში ფიზიკური პირი ეწევა და არ ემორჩილება კანონს, პირველ ჯერზე 100 ლარით, გამეორების შემთხვევაში 200 ლარით, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 100-100 ლარით მეტი თანხით დაჯარიმდება.

თბილისში კაფეები მოწევისთვის დააჯარიმეს - ღამის რეიდის შედეგები>>

ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ დაწესებულების ადმინისტრაცია მოწევის შეწყვეტისკენ მიუთითებს, ის კი არ დაემორჩილება. ადმინისტრაციის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში ის დაჯარიმდება. თუ ადმინისტრაცია ფიზიკურ პირს არ მოუწოდებს მოწევის შეწყვეტისკენ, ან მოუწოდებს, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არ გამოიძახებს საპატრულო პოლიციას, სხვა ინიციატორის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, ანუ დაწესებულების ადმინისტრაცია.

ყველა ახალი ამბავი
0