ივანიშვილი ყოფილი თანამებრძოლების პარტიიდან წასვლის მიზეზებს ვერ ხედავს

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობაში ზედმეტ ემოციურობასა და დაბნეულობას გრძნობს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ეკა ბესელიასა და სხვა დეპუტატებს, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დატოვეს, წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

„ქართულმა ოცნებამ" მარტში პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადეს დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ.

„განაწყენებულებმა" პარლამენტში, შესაძლოა, ახალი ფრაქცია შექმნან>>

ბესელიას, ფოფხაძისა და გოგიჩაიშვილისთვის მიზეზი ის გახდა, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მათ ინიციატივას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების შესახებ 2025 წლის ბოლომდე. კვაჭანტირაძემ კი გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო და განაცხადა, რომ მისი და „ქართული ოცნების" გზები გაიყო.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ეშმაკი განხეთქილებისკენ გვიბიძგებს!“ – ივანიშვილის ახალი გზავნილი

ამას გარდა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების" წარმომადგენლებმა ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა, კობა ნარჩემაშვილმა და მირიან წიკლაურმა. მათთვის მთავარი მიზეზი რიგ სოციალურ საკითხებზე პარტიასთან უთანხმოება გახდა.

„ამ ოთხ ადამიანს პარტიიდან წასვლის მიზეზი არ ჰქონდა და ისინი ღია კარის მტვრევით წავიდნენ. როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი, გამოკვეთილი მიზეზი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, ჩემი აზრით, მას ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა. ამ მხრივ მე მათ გზა დავულოცე და დღესაც ასე გავიხსენებდი ჩემ თანაგუნდელებს. თუმცა მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რადგან ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი", – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტში უმცირესობა აღარ არსებობს>>

ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ბოლო დროს ემოციურობით გამოირჩევა და გუნდში გარკვეული პრობლემებია.

„პროცესები, რომლის მართვასაც მე ვაპირებ ამ ბოლო თვეების განმავლობაში, იყო დაფუძნებული ძალიან დიდ ემოციებზე. მთელ საპარლამენტო გუნდში დაბნეულობა იგრძნობოდა. მე დამჭირდა მრავალჯერადი, ხანგრძლივი შეხვედრები, ზოგ შემთხვევაში მთელი დღე დაგვჭირდა და, მე მგონი, შედეგი მივიღეთ", – განაცხადა ივანიშვილმა.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას" ტოვებს

მისი თქმით, ბესელიას, ფოფხაძის, გოგიჩაიშვილისა და კვაჭანტირაძის წასვლის შემდეგ ვითარება გუნდში ცოტა დამშვიდდა, თუმცა არის მცირეოდენი პრობლემები, რომლებიც ადვილად მოსაგვარებელია.

ივანიშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი პარტია „სოციალ-დემოკრატების" გასვლის თაობაზე. მისი განცხადებით, პარტიის წარმომადგენლებს გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ.

„სწორედ რომ ეს ჰგავს იმ კლასიკურ შემთხვევას, თუ როგორ უნდა იყოფოდნენ პარტიები, რატომ უნდა გადიოდნენ და ტოვებდნენ საკუთარ გუნდს", – აღნიშნა მან.

დეპუტატების „მიგრაციის" გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ახლა 108 დეპუტატია.

ყველა ახალი ამბავი
0