„განაწყენებულებმა" პარლამენტში, შესაძლოა, ახალი ფრაქცია შექმნან

გამოწერა
დავით ჭიჭინაძე და ნატო ჩხეიძე იმედოვნებენ, რომ პარლამენტში არსებულ ფრაქციებს სხვა დეპუტატებიც დატოვებენ, თუმცა ამის ხელშეწყობას არ აპირებენ.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თავიანთი პარტიებისგან გამოყოფილი დეპუტატები დავით ჭიჭინაძე და ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნატო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
Iberia TV-ს დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს

გუშინ ჩხეიძემ განაცხადა, რომ ტოვებს პარტიას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და პარტიის მიერ შექმნილ საპარლამენტო ფრაქციას. თუ ამ ფრაქციის დეპუტატები ერთი კვირის განმავლობაში მის შემცვლელს ვერ მოძებნიან, ფრაქცია დაიშლება. დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობა, კერძოდ, ფრაქცია „ქართული ოცნება" დატოვა, ის მმართველი პარტიის რიგებიდან ივლისში გარიცხეს.

„უმრავლესობიდან არავის გადმობირებას არ ვაპირებ, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. ისტორიულ წარსულს თუ გადახედავთ, მე და ნატო ჩხეიძე ერთ ფრაქციაში ვიყავით 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტში", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ჩხეიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების რიცხვი გაიზრდება.

„მე „პატრიოტებიდან" წამოვედი, დავით ჭიჭინაძე – „ქართული ოცნებიდან" და შევხედავთ, საიდან გავლენ, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატები ცოტანი არ ვიქნებით და, შეიძლება, რაღაცაზე ვიფიქროთ", - აღნიშნა ჩხეიძემ.

იმის გათვალისწინებით, რომ ჭიჭინაძისა და ჩხეიძის სტატუსის შესაცვლელად გარკვეული დროა საჭირო, ჯერჯერობით პარლამენტში მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ირიცხება – სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატია და მას მხარს უჭერს „ქართული ოცნება".

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ ექვსი დეპუტატია საჭირო.

ჩხეიძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დატოვება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისმა თანამოაზრეებმა ტელეკომპანია Iberia TV-ს მხარი არ დაუჭირეს. ჩხეიძე ამ ტელეკომპანიის თანადამფუძნებელია. Iberia TV დახურვის საფრთხის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ხელისუფლებამ მისი დამფუძნებლისა და მთავარი სპონსორის, თამბაქოს კომპანია Omega Group-ის ანგარიშები დააყადაღა. ამ კომპანიაში შემავალ Omega Group Tobacco-ს სახელმწიფოს წინაშე 51,7 მილიონ ლარზე მეტი დაუგროვდა.

რაც შეეხება ჭიჭინაძეს, ის „ქართული ოცნებიდან" თავისი კოლეგების მიმართ მკვეთრი გამონათქვამების გამო გარიცხეს. კოლეგებს შორის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0