თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ჰოლივუდელმა მსახიობმა აილა ფიშერმა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში Shopaholic („შოპაჰოლიკი"), ამერიკული ჟურნალისთვის Basic Magazine გადაიღო ფოტოები ქართველი დიზაინერების გვანცა ჯანაშიასა და გიორგი ქებურიას სამოსში. ამის შესახებ მოდელიერებმა სოციალურ ქსელში განაცხადეს.
ორივე სახისთვის ფიშერმა ჩალისფერი კოსტიუმი შეარჩია. ქებურიას მიერ შექმნილი კოსტიუმი უფრო ექსტრავაგანტულია, დიდი საყელოთი ცალ მხარეს.
ჯანაშიამ უფრო კლასიკური კოსტიუმი შექმნა – მკაცრი და ელეგანტური სამოსი.
გვანცა ჯანაშია ცნობილი ქართველი დიზაინერი და კონცეპტუალური მაღაზიის FLABOUR GEORGIAN DESIGNERS დამაარსებელია. ის ქართული მოდის საწყისებში დგას.
ოსკაროსანი ლედი გაგა ქართველი დიზაინერის თავბრუდამხვევი კაბით გამოჩნდა>>
გიორგი ქებურიას ბრენდი პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. არის თვითნასწავლი დიზაინერი. ცოტა ხნის წინ მისი სამოსით პოპ-დივა ლედი გაგა გამოჩნდა.