თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში 5 ჰექტარ მიწის ფართობზე ბალახს ცეცხლი უკიდია, იუწყება აჭარის ტელევიზია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, ამ წუთებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ცეცხლი ბალახს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მოედო.
ხანძრის გამო ბათუმიდან თბილისში მიმავალი სამგზავრო მატარებელი დაახლოებით ნახევარი საათი ოჩხამურთან იყო გაჩერებული, მიზეზად კი ძაბვის ვარდნა დასახელდა, ვინაიდან ლიანდაგთან ახლოს ბალახს ცეცხლი ეკიდა.