თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. მეხანძრეებმა ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მგზავრების" (Mgzavrebi Hotel Batumi) საუნაში გაჩენილი ხანძარი დროულად ჩააქრეს, იუწყება Новости-Грузия საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.
უწყების ინფორმაციით, საუნაში პირსახოცები დაიწვა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.