საქართველოში პირველი ელექტრომობილების გამოშვებას ჩინური კომპანია დაიწყებს

© photo : Changan Worldwide / FBავტომობილების საწარო Changan Worldwide-ს სალონი
ავტომობილების საწარო Changan Worldwide-ს სალონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში 2020 წლისთვის აშენდება

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. ჩინურმა კომპანია Changan Automobile Group-მა მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ააშენოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

იაპონური ავტოგიგანტი საქართველოში ქარხნის აშენებას აპირებს >>

„პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში იწყება ელექტომობილების წარმოება. კომპანია Changan-მა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის Volvo, Volkswagen, Ford, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში აშენდება ელექტომობილების ქარხანა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, წენგ ცინჰონგი - Sputnik საქართველო
ჩინური საავტომობილო კომპანია საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

„უკვე 2020 წლიდან, ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვემ შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ეს ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში. მინდა, ქუთაისელებს მივულოცო ეს დიდი ამბავი“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისი განმარტებით, ქარხნის წარმადობა იქნება 40 ათასი ავტომობილი წელიწადში, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი ავტომობილები ექსპორტზე იქნება გატანილი ევროკავშირში.

„ეს არის უდიდესი წარმატება, ელექტრომობილები, საქართველოში წარმოებული წარწერით – „მეიდ ინ ჯორჯია“ იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან. ჩვენ ამ ქარხანაში დავამზადებთ 4 მოდელის ელექტროავტომობილებს, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ,  გაყიდონ თავიანთი ძველი მანქანები და შეიძინონ ახალი ელექტრომობილები. ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Changan Automobile Group, ასევე ცნობილი როგორც CHANA - ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიაა. ჩინეთში სიდიდით მესამე ავტომწარმოებელია, სახელმწიფოს უმსხვილესი მწარმოებლების ოცეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0