იაპონური ავტოგიგანტი საქართველოში ქარხნის აშენებას აპირებს

© Sputnik / Alexander Imedashviliიაპონური მარჯვენასაჭიანი ავტომობილი
იაპონური მარჯვენასაჭიანი ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია მომავალი წარმოების პროფილთან დაკავშირებით დეტალურ კვლევას ჩაატარებს

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Mitsubishi („მიცუბიში") საქართველოში შეიძლება ქარხანა ააშენოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

„Mitsubishi დაინტერესებულია თავისი ქარხნების გაფართოებაში და ეს რეგიონი მათთვის საინტერესოა. დაინტერესდნენ როგორც მზა პროდუქციის საწარმოო ქარხნის გახსნით, აგრეთვე, განსაზღვრული ავტონაწილების საწარმოს გახსნით", - განაცხადა ქობულიამ.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველო ელექტრომობილებს გამოუშვებს

მისი თქმით, კომპანია დაიწყებს დეტალურ კვლევას, თუ რომელი წარმოების გახსნა შეიძლება საქართველოში - მზა პროდუქციის თუ სათადარიგო ნაწილების.

„მათ აქვთ დიდი გეგმები ელექტროავტომობილების წარმოების მიმართულებით. შესაძლებელია, ეს იყოს ელექტროავტომობილები", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, იაპონურ კომპანიებს საქართველოში იზიდავს გეოგრაფიული მდებარეობა, ბევრ ქვეყანასთან დადებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, კარგი ბიზნეს-გარემო, დაბალი გადასახადები და სამუშაო ძალა.

ეკონომიკის მინისტრი იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

იაპონური ტექნოლოგიები საქართველოში - აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასაზე სამუშაოები იწყება>>

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ერთი წლის წინ განაცხადა, მსხვილი ჩინური კომპანია ქალაქში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის აშენებას აპირებს, რომელიც ელექტროძრავიან ელექტროავტობუსებსა და მიკროავტობუსებს ააწყობს.

ყველა ახალი ამბავი
0