„ქართული მარში“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება

© Sputnik / Levan Avlabreliსანდრო ბრეგაძე
სანდრო ბრეგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ეროვნული ფრონტი“ შეიქმნება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოებრივი მოძრაობის ბაზაზე

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ პარასკევს ისაუბრა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნული ფრონტის“ შექმნის შესახებ, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

ახალი მოძრაობა შეიქმნება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოებრივი მოძრაობის ბაზაზე, მათ შორის არის „ქართული მარში“, „საქართველოს ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი“ და „ნაციონალისტები“.

„ეს იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი იქნება და როგორც სხვა პოლიტიკური მოძრაობები, მონაწილეობას ყველა არჩევნებში მიიღებს“, - განუცხადა ბრეგაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
არჩევნები მოახლოვდა – ხელისუფლება და ოპოზიცია ბრძოლისთვის ემზადებიან

მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფმა უკვე დაიწყო მზადება ახალი მოძრაობის ყრილობისთვის, რომელის თბილისში გაიმართება.

„პირველი ოფისი თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. მომავალში ოფისების გახსნას რეგიონებში ვგეგმავთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მან აღნიშნა, რომ „ეროვნული ფრონტის“ წევრებს გააჩნიათ ბევრი ინიციატივა, რომლითაც ისინი პარლამენტში მიმართვას აპირებენ.

„პირველი ინიციატივა იმაში მდგომარეობს, რომ ეროვნების გრაფა და მამის სახელი პირადობის მოწმობებში და საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტში აღდგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ცვლილებები ძალაში შევიდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა ბრეგვაძემ.

თავად ბრეგვაძე მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

ფაშისტური მოძრაობის ლიდერს ბრალი წარედგინა >>

2014 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლამდე ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და თანამდებობა მმართველ პარტიასთან უთანხმოების გამო დატოვა. ბრეგაძე გამოდიოდა ინიციატივით, რომელიც გულისხმობდა კონსტიტუციაში შემდეგი ცვლილების შეტანას - საქართველოში ქორწინებად მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი მიიჩნევა.

მოგვიანებით ბრეგაძე გახდა ერთ-ერთი ლიდერი მოძრაობის, რომელიც დღეს „ქართული მარშის“ სახელწოდებითაა ცნობილი. მოძრაობის მხარდამჭერებმა პირველი და ყველაზე მასშტაბური აქცია 2017 წლის ივნისში მოაწყვეს. რამდენიმე ათასმა ადამიანმა მსვლელობით გაიარა აღმაშენებლის გამზირზე თბილისში და საქართველოში არალეგალები გააპროტესტა. მოგვიანებით მსვლელობის ორგანიზატორებმა შექმნეს მოძრაობა სახელწოდებით „ქართული მარში“.

ყველა ახალი ამბავი
0