საქართველო რეკორდს ამყარებს - ტურისტების რიცხვი ისევ იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები მცხეთაში
ტურისტები მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი რაოდენობის ტურისტი ჩამოდის მეზობელი ქვეყნებიდან - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში უცხოელებმა საქართველოში 1,6 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2,2%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ სამ თვეში, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.

იანვარ-მარტში 15 წელს ზემოდ ასაკის პირებმა საქართველოში 1,3 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც 1,1%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ სამ თვეში.

მხოლოდ ღვინო არა: ტურისტებს ჩაითაც მოხიბლავენ >>

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, იანვარ-მარტში მან 882,1 ათასს მიაღწია (ზრდა 5,1%).

ქვეყნების პირველი ხუთეული საქართველოში 2018 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მიხედვით

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა ცვლილება წელიწადში - %
აზერბაიჯანი 292 902  3,0
რუსეთი 254 077 21,7
სომხეთი 232 449 -4,7
თურქეთი 201 192 -15,7
უკრაინა 33 645 8,9

 

სამ თვეში ქვეყანას ქართული დიასპორის 117,8 ათასი წარმომადგენელი ესტუმრა, რაც 2,3%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ყველაზე  მეტი უცხოელი საქართველოში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.

ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან

ტრანსპორტის სახეობა ვიზიტების რიცხვი ცვლილება წელიწადში, % წილი ვიზიტების საერთო რიცხვიდან, %
სახმელეთო 960 242 -5,5 72,0
საჰაერო 354 620 23,8 26,6
სარკინიგზო 10 307 13,2 0,8
საზღვაო 8 331 17,5 0,6

 

სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომლის გავლით საზღვარს კვეთენ უცხოელი ვიზიტორები, ლიდერობს თბილისის აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, წითელი ხიდი და სარფი.

საკონტროლო-გამშვები პუნქტები საქართველოს საზღვრებზე - პირველი ხუთეული

საკონტროლო-გამშვები პუნქტი ვიზიტების რიცხვი ცვლილება წელიწადში, % წილი ვიზიტების საერთო რიცხვიდან, %
თბილისის აეროპორტი 300 801 16,8 22,6
წითელი ხიდი 251 682 7,6 18,9
სარფი 219 903 -11,6 16,5
სადახლო 186 940 0,6 14,0
ყაზბეგი 172 607 -5,4 12,9

 

ტურიზმით მიღებული შემოსავალი

წინასწარი მონაცემებით, სამ თვეში ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 333,7 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა +4,8%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 მილიონი დოლარით მეტია.

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობით მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა +18,4%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 498 მილიონით მეტია.

საქართველოში ტურიზმის სფერო აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმებები, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება.

ტურიზმის ახალი ზღვარი საქართველოსთვის – 11 მილიონი უცხოელი >>

ტურისტების მოსაზიდად ხელისუფლება 2019 წელს აპირებს რამდენიმე პროექტის განხორციელებას, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51,9 მილიონი ლარი გამოიყო.

ყველა ახალი ამბავი
0