მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სპეცოპერაცია ბარსელონაში: პრემიერ–მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა

© photo: Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასშტაბური ოპერაცია  სახელწოდებით „მერლინ–ტაკა“ ბარსელონაში 4 აპრილს ჩატარდა, რომელშიც ესპანელ პოლიციელებთან ერთად ქართული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

თბილისი,  5 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტი არანაირად არ არის კავშირში სპეცოპერაციასთან, რომლის დროსად ათობით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან.

ესპანეთში საქართველოს 66 მოქალაქე დააკავეს>>>

მასშტაბური ოპერაცია  სახელწოდებით „მერლინ–ტაკა“ ბარსელონაში 4 აპრილს ჩატარდა, რომელშიც ესპანელ პოლიციელებთან ერთად ქართული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შედეგად დააკავეს 100–ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 66 მოქალაქე: 25 ადამიანი ბინების ქურდობისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით,  ხოლო 41 საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის.

სპეცოპერაცია განხორციელდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.
 მედიის მონაცემებით, ზოგიერთმა ემიგრანტმა აღნიშნული ფაქტი ბარსელონაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს დაუკავშირეს. ზალკალიანი ესპანეთში 25–29 იანვრის პერიოდში იმყოფებოდა.

„ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამაზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში პირობების შექმნაა, რათა მათ თვითრეალიზაცის საშუალება მიეცეთ. 

ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
ესპანეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე, მათ შორის, ქალი დააკავეს

„თითოეულ ჩვენგანს ჰყავს გარშემო მეგობრები, ახლობლები, რომლებიც ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო.  ეს ჩვენი დიდი ტკივილია.  თითოეული რეფორმა და თითოეული ინიციატივა  მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ – ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, სამშობლოში მოახდინოს თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს მოქალაქეები გოაში დააკავეს>>>

ტელეკომპანია Imedi–ის ცნობით, 11 ქართული ოჯახი ესპანეთის საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების მოლოდინში ჯერ კიდევ რჩება მიტოვებული სკოლის შენობაში. ეს ადამიანები უკვე წლებია ესპანეთში ცხოვრობენ და თავშესაფრის მაძიებლები არიან. 

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
ევროპაში ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ათეულობით მოქალაქე დააკავეს

ამასთან, მმართველი პარტიის დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ მომხდარი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს საფრთხეს არ უქმნის. ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

„პოლიციელების მხრიდან ასეთი მოქმედებები სხვადასხვა ქვეყნებში ხდება და არამარტო საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით. კრიმინალს ეროვნება არ აქვს. როდესაც ხდება დანაშაული, მათ შორის, საქართველომ და ევროკავშირის ქვეყნებმა რეაგირება უნდა მოახდინონ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

დანაშულებრივი დაჯგუფების ყველა წევრის გამოსავლენად საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და ესპანური პოლიცია ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0