თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს ევროპის ქვეყნების პოლიციას საქართველოს 137 მოქალაქის დაკავებაში დაეხმარა, რომლებიც მძიმე დანაშაულების ჩადენაში იყვნენ ეჭვმიტანილი, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს შსს-სთვის პრიორიტეტულია. 2017 წლის აპრილში სამინისტრომ ევროპოლთან ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, ხოლო 2018 წლის სექტემბერში ევროპოლის შტაბ-ბინაში საქართველოს ოფისიც გაიხსნა. ამას გარდა, ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი არიან ქართველი პოლიციის ატაშეები.
„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის ცხრა ე.წ. კანონიერი ქურდი", – ნათქვამია განცხადებაში.