მთავრდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განაცხადების მიღება

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე ოთხშაბათს დასრულდება.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი ოთხშაბათს, 18:00 საათზე დასრულდება. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მსურველებმა უნდა იჩქარონ, აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტურ საკონკურსო გრანტებსა და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.

პროფსასწავლებლები ახალი სტუდენტების მისაღებად ემზადებიან>>

სტუდენტობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდებზე naec.ge ან online.naec.ge. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე დადასტურება უნდა მოვიდეს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე აბიტურიენტებმა უნდა წარადგინონ პირადი მონაცემები, აირჩიონ ქალაქი, სადაც გამოცდებს ჩააბარებენ და საგნები.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი: პრიორიტეტი ქართული სკოლის მოდელის შექმნაა

ქალაქის შეცვლა ოთხშაბათს, 18:00 საათის შემდეგ შეუძლებელი იქნება. კვირის 18:00 საათამდე შესაძლებელია საგნის შეცვლა ან არჩევითი გამოცდის დამატება.

ვებ-გვერდზე naec.ge განთავსებულია საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტებს ხელმძღვანელობა შეუძლიათ. ცნობარში წარმოდგენილია რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების სია და ა.შ.

წელს აბიტურიენტებს ისევ ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აქედან სამი სავალდებულოა – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა, და ერთი საგანი არჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0