პროფსასწავლებლები ახალი სტუდენტების მისაღებად ემზადებიან

© Sputnik / Levan Avlabreliგლდანის პროფესიული კოლეჯი
გლდანის პროფესიული კოლეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პროფესიული განათლების მიღება უფასოდ ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუძლია.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. განათლების სამინისტრო 8 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საბაზისო და საშუალო განათლების ნებისმიერ მოქალაქეს ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში შეუძლია აითვისოს უფასოდ სასურველი პროფესია. მიმართულებებს შორისაა ტურიზმი, მშენებლობა, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფინანსები, ჟურნალისტიკა, დიზაინი და სხვ. პროფგანათლების მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ასაკის მიუხედავად.

მოქალაქეებს, რომლებიც აირჩევენ ტურიზმს, სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტს, შეუძლიათ ჩაირიცხონ დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რაც გულისხმობს სწავლას სამუშაო ადგილზე.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პირადობის მოწმობის წარდგენით საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებსა და პროფესიულ კოლეჯებში. ასევე შესაძლებელია ონლაინ-რეგისტრაცია ამ ვებ-გვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ ისინი მიიღებენ სატელეფონო შეტყობინებას იმის თაობაზე, თუ სად და როდის შეძლებენ პროფესიული ტესტირების გავლას პროფესიულ კოლეჯში ჩასარიცხად.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებსაც ადრე ენობრივი ბარიერის გამო არ შეეძლოთ პროფესიული განათლების მიღება, ახლა ტესტირების გავლას შეძლებენ რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ხოლო ჩარიცხვის შემდეგ მათ ქართული ენის შესწავლის საშუალება ექნებათ.

დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს მსურველი პროფკოლეჯში, შესაძლებელია ამ ბმულზე.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული განათლება.

ამ სფეროში მთავრობა რიგი არსებითი ცვლილების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.

გასულ წელს საქართველოში პროფესიული განათლება 12 ათასამდე სტუდენტმა მიიღო>>

საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სურვილის შემთხვევაში კი ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად მაისიდან დაიწყება.

განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო გადამზადების ახალ პროგრამებს იწყებს

ამას გარდა, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

დაინერგება იმ მოქალაქეების გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაამთავრეს საშუალო სკოლა, მაგრამ სურთ პროფესიული განათლების მიღება. ამისთვის შრომით ბაზარზე ვაკანსიები იქნება გათვალისწინებული.

დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

მამუკა ბახტაძემ იცის, როგორ დაასაქმოს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები>>

რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ყველა ახალი ამბავი
0