MARKET.TBS: დიზაინერებს და მწარმოებლებს ბაზრობაზე იწვევენ

© photo : courtesy of Irakli Chelidzeვაჭრობა MARKET.TLV-ში
ვაჭრობა MARKET.TLV-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაზრობა გაიმართება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე – მრავალფუნქციური ცენტრ Fabrica-ს ტერიტორიაზე.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. დიზაინერებისა და მწარმოებლების ბაზრობა, რომელიც თბილისში 4-5 მაისს მესამედ გაიმართება, იწვევს ტანსაცმლის, აქსესუარების ან ჩანთების ქართველ და უცხოელ დიზაინერებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს, ბარისტებს, მცხობელებს და პერსპექტიულ სტარტაპერებს.

თბილისის ბაზრობა MARKET.TBS წარმოადგენს ტრადიციული თელ-ავივის ბაზრობის MARKET.TLV და არტ-ცენტრ Fabrika-ს ერთობლივ პროდუქტს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ბაზრობა Market.TLV თელ-ავივში წელიწადში რამდენჯერმე ტარდება – შემოდგომით, ზამთარსა და გაზაფხულზე. ზაფხულში Market.TLV ისრაელის დიზაინერების და მათი შემოქმედების თაყვანისმცემლების შეხვედრას სხვა ქალაქებში აწყობს.

ეს ღონისძიება ტრადიციულად მულტიფუნქციურ ცენტრ Fabrika-ს უნიკალურ სივრცეში გაიმართება (ნინოშვილის 8).

„სპილოუს ტანსაცმელი - Sputnik საქართველო
ბავშვის ტანსაცმელმა საქართველოდან პარიზის გამოფენაზე ფურორი მოახდინა

„რა არის Market.TBS? MARKET.TBS შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა მწარმოებლებს, რომლებსაც აქვთ საინტერესო, მიმზიდველი პროდუქტი და ძირითადად პროდუქტს ონლაინ ყიდიან, შეხვდნენ მომხმარებელს რეალურ სივრცეში. მარკეტი აქტიურად მუშაობს მისი მონაწილეების ცნობადობის გაზრდაზე და სჯერა, რომ შეუძლია დიდი კონტრიბუცია მოახდინოს მისი მონაწილეების წარმატებაში“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

MARKET.TBS აერთიანებს როგორც მწარმოებლებს, ისე დიზაინერებს. ბაზრობის მონაწილეები ხშირად ხდებიან ილუსტრატორები, მხატვრები და სტარტაპერები.

„თუ ხარ ტანსაცმლის, აქსესუარების ან ჩანთების დიზაინერი, ილუსტრატორი, ფლორისტი, სტარტაპერი ან უბრალოდ გაქვს საინტერესო ნივთები ბაზრობაზე გასაყიდად, მაშინ არ უნდა გამოტოვო ეს შესაძლებლობა და უნდა შეავსო აპლიკაცია მონაწილეობის მისაღებად“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

თანამშრომლობისთვის დაუკავშირდით ელექტრონული ფოსტით: fall.market.tlv@gmail.com.

MARKET.TBS-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ბაზრობაზე სხვადასხვა დიზაინერული ნივთები შეიძინონ, დააგემოვნონ გემრიელი ყავა და მოუსმინონ სასიამოვნო მუსიკას. ბაზრობაზე შესვლა უფასოა. ის 11:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

ყველა ახალი ამბავი
0