ბავშვის ტანსაცმელმა საქართველოდან პარიზის გამოფენაზე ფურორი მოახდინა

© FB / Spilow„სპილოუს" ტანსაცმელი
„სპილოუს ტანსაცმელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელი ბაიერები აღფრთოვანებული დარჩნენ საქართველოში წარმოებული საბავშვო ტანსაცმლით.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ქართულმა კომპანიებმა ბავშვის ტანსაცმლის მთელი კოლექცია გაყიდეს საერთაშორისო გამოფენაზე PlaytimeParis, რომელიც პარიზში 26-28 იანვარს გაიმართა, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" განცხადებაში.

ქართულ კომპანიებს თავიანთი პროდუქცია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ წარმოდგენილი, მათ უცხოელ კლიენტებთან გარიგებები დადეს.

საბავშვო კაბები - Sputnik საქართველო
ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „სპილოუ“, რომელიც ლონდონის მაღაზიაში იყიდება

ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. კომპანია „რკომ" შეკვეთები მიიღო მაღაზიებისგან ინგლისიდან, გერმანიიდან და იტალიიდან. ამჟამად ერთობლივი მუშაობის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს იაპონიასთან, ბელგიასთან და შვეიცარიასთან.

რაც შეეხება კომპანია „სპილოუს", მან ევროპელი მყიდველისა და ბიზნესმენების ყურადღება თავისი მრავალფეროვნებითა და კრეატიული პროდუქციით მიიპყრო. კომპანიამ შეკვეთები მიიღო ლიბანიდან და ლონდონიდან; გრძელდება მოლაპარაკებები მაღაზიებთან ლატვიასა და ჩინეთში.

„სპილოუ" იმ 30 კომპანიის რიცხვში მოხვდა, რომლებიც 2019-2020 წლებში საბავშვო მოდის ტრენდებისთვის ღონისძიების 557 მონაწილეს შორის შეირჩა.

PlaytimeParis ბავშვებისა და დედების საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც წელიწადში ორჯერ პარიზში იმართება. მწარმოებლები გამოფენაზე ხვდებიან პოტენციურ კლიენტებს და შესაძლებლობა აქვთ, გაყიდონ თავიანთი პროდუქცია.

ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს>>

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში ამოქმედდა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში", რომელიც აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მიმართულია ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0