ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „სპილოუ“, რომელიც ლონდონის მაღაზიაში იყიდება

© FB/ Spilow • სპილოუსაბავშვო კაბები
საბავშვო კაბები - Sputnik საქართველო
გამოწერა

ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „სპილოუ“ სამმა სრულიად განსხვავებული პროფესიის მქონე მეგობარმა ტასო ჯაფარიძემ, სოფო ჩხაიძემ და მარინკა ღარიბაშვილმა დააარსეს.

ტასო პროფესიით ეკონომისტ— იურისტია, სოფო კინომცოდნე, ხოლო — მარინკა ჟურნალისტი.

წლების განმავლობაში სამივე მეგობარი სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდა, თუმცა ახლა მთელ დროს „სპილოუს“ უთმობენ. ბრენდი საკმაოდ წარმატებულია არ მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

© მარინკა ღარიბაშვილის პირადი არქივიბრენდის შემქმნელები
ბრენდის შემქმნელები - Sputnik საქართველო
ბრენდის შემქმნელები

— რა არის „სპილოუ“ და როგორ გაჩნდა მისი დაბადების იდეა?

— „სპილოუ“ არის საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია. ვკერავთ ტანსაცმელს 1-დან 12 წლამდე ბიჭებისა და გოგონებისთვის.

„სპილოუს“ ისტორია 2016 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენმა მეგობარმა ბავშვის ტანსაცმლის პირველი ნიმუშები შეკერა, ფოტოები გადაიღო და „ფეისბუქზე“ დადო. ძალიან მოვუწონეთ ეს იდეა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მალე ამ სტარტაპის განვითარებაში სრული ძალებით ჩავერთვებოდით.

© FB/ Spilow • სპილოუტრიკოტაჟს კაბა
მწვანე ტრიკოტაჟის კაბა - Sputnik საქართველო
ტრიკოტაჟს კაბა

— ვინ არიან ადამიანები, ვინც ბრენდის გარშემო არიან გაერთიანებული?

— „სპილოუს“ დამფუძნებლები ვართ სამი მეგობარი: ტასო ჯაფარიძე, სოფო ჩხაიძე და მარინკა ღარიბაშვილი. არცერთი არ ვართ პროფესიით დიზაინერი. მიუხედავად ამისა, მოდელების შექმნაში მაინც სამივენი ვართ ჩართული. სხვა ფუნქციებსაც თანაბრად ვინაწილებთ. ტასო პირველია ჩვენგან ვინც „სპილოუს“ ტანსაცმლის წარმოება დაიწყო. ის ჩვენი გუნდის კრეატიული ძალაა. ასევე მასზეა დამოკიდებული კომპანიის ფინანსური მხარე. სოფო დირექტორია, სამკერვალოს და სტაფს ის მართავს, აკონტროლებს, რომ ყველა მოდელი ზედმიწევნით სწორად იყოს შეკერილი. მე მომხმარებლებს უზრუნველვყოფ პროდუქციით, პირადად ვეკონტაქტები მათ, შეკვეთებს ვიღებ. ამავე დროს ვმართავ ჩვენს სოციალურ ქსელებს. თუმცა ეს ყველაფერი პირობითია, გადაწყვეტილებებს ძირითადად სამივე ერთად ვიღებთ.

© FB/ Spilow • სპილოუყვითელი კაბა
ყვითელი კაბა - Sputnik საქართველო
ყვითელი კაბა

— რატომ შეურჩიეთ სახელი „სპილოუ“?

— რაც უნდა გასკვირი იყოს, ჯერ სახელი შეიქმნა და შემდეგ ტანსაცმლის ბრენდი. სახელი ჩვენმა მეგობარმა მოიფიქრა, რომელიც ავიტაცეთ და შემდეგ უკვე ჩვენს კომპანიას დავარქვით.

— როგორ იქმნება თითოეული მოდელი?

— მოდელებს კონსტრუქტორთან ერთად ვქმნით და მერე ჩვენსავე სამკერვალოში იკერება. „სპილოუ“ არის ფერადი, ლამაზი ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც პატარებს უფერადებს და ულამაზებს ბავშვობის საუკეთესო წლებს. ჩვენი მოდელებიც მხიარული და ფერადია.

© FB/ Spilow • სპილოუჭრელა-ჭრულა ქურთუკი „სპულოუსგან“
ქურთუკი - Sputnik საქართველო
ჭრელა-ჭრულა ქურთუკი „სპულოუსგან“

— როგორც აღნიშნეთ, სამოსი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, როგორი ქსოვილით იკერება ის და რით არის გამორჩეული?

— ჩვენი ტანსაცმელი იკერება ნატურალური ქსოვილებისგან. ვცდილობთ, რომ მართლაც გამორჩეული მოდელები შევქმნათ. ვიკვლევთ, რა უყვართ ბავშვებს და ამის მიხედვით ვარჩევთ დიზაინს. მაგალიათად, დიდი მოთხოვნაა ჩვენს დინოზავრ-მაისურებსა და ჟაკეტებზე. თურმე დედამიწაზე თითქმის ყველა ბავშვი გადის დინოზავრებით გატაცების ეტაპს და ეს მოთხოვნაც ამითი აიხსნება. პოპულარულია ჩვენი ჯემპრები ქართული წარწერებითაც.

© FB/ Spilow • სპილოუდინო-მაისური დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში
დინო მაისური - Sputnik საქართველო
დინო-მაისური დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში

— დიზაინის შექმნის დროს ხშირად კამათობთ თუ თქვენი გემოვნება ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს?

— როგორც უკვე გითხარით, მოდელების შექმნაში სამივე აქტიურად ვართ ჩართული. რა თქმა უნდა, გვაქვს ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა, რის გამოც ვკამათობთ. თუმცა სწორედ ამ დროს იქმნება ჩვენი საუკეთესო მოდელები.

© FB/ Spilow • სპილოუნატურალური ქსოვილის საზაფხულო სარაფანი „სპილოუსგან“
კაბა - Sputnik საქართველო
ნატურალური ქსოვილის საზაფხულო სარაფანი „სპილოუსგან“

— ნაწარმს მხოლოდ საქართველოში ყიდით?

— საქართველოს ბაზარი ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუმცა ჩვენი ტანსაცმელი ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაშიც იყიდება.

— რამდენად რთული იყო საერთაშორისო ბაზარზე გასვლა? როგორ დაინტერესდნენ უცხოელები „სპილოუს“ ტანსაცმლით?

— მე ლონდონში ვცხოვრობ და იქ დავეკონტაქტე საბავშვო მაღაზია Igloo-ს მფლობელს. ვანახე ჩვენი მოდელები, რის შემდეგაც პირველი საცდელი კოლექცია შეგვიკვეთეს და რომელიც წარმატებით გაიყიდა. ახლა Igloo ჩვენთან თანამშრომლობას განაგრძობს. სამომავლოდაც ვაპირებთ სხვა მაღაზიებში „სპილოუს“ შეტანას, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება.

— იქნებ გაგვანდოთ ეს გეგმები…

— ივნისიდან ფუნქციონირებს ჩვენი სამკერვალო, სადაც უკვე ოთხი მკერავია დასაქმებული, მაგრამ ვაპირებთ გაფართოებას და კიდევ ვეძებთ მკერავებს. ამ თვიდან უკვე დაიდგმება ჩვენი გასაყიდი დახლი „სითი მოლში“ ქავთარაძეზე. სექტემბრიდან კი ჩვენი ტანსაცმელი სხვა მოლებშიც გაიყიდება.

— რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

— მეც, სოფოცა და ტასოც დედები ვართ — ჯამში ექვსი შვილი გვყავს. ვფიქრობთ, რომ კარგად ვიცით, რა სჭირდებათ თანამედროვე ბავშვებს ბედნიერებისთვის.

ჩვენი აზრით, იმისთვის რომ ადამიანი თავდაჯერებული და ბედნიერი გაიზარდოს, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს მხიარული და თავისუფალი ბავშვობა. თამაში ბავშვის განვითარების მთავარი ხელშემწყობია. სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა, შევქმანთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც იქნება თან კომფორტული, თამაშის ხელშემწყობი და თან მხიარული, ფერადი. ამასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია „სპილოუს“ ტანსაცემლი იყოს განსაკუთრებული და მისაღები როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის, ვინაიდან ერთნაირი არჩევანის გაკეთება მათ დაახლოებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0