შესაძლებელია თუ არა უსაფრთხო ცხოვრება თბილისის ახალაშენებულ სახლებში

© Sputnik / Alexander Imedashviliახალაშენებული სახლები თბილისში
ახალაშენებული სახლები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტებმა შეაფასეს საქართველოს კანონმდებლობა მშენებლობის კუთხით და ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორი შენობები შენდება

მთავარი პრობლემა არის არა ახალშენების ხარისხი, არამედ რამდენად ქაოტურად აშენებენ თბილისში, განაცხადა საქართველოს არქიტექტორების კავშირის წევრმა დავით კეჩხუაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

„ბეტონი ხარისხიანია, სხვანაირად შეუძლებელია... შენობის თანამედროვე ხედვა - რკინაბეტონი და შუშაა. ეს გაცილებით სწორია, რადგან რკინაბეტონის კარკასი მყარია, შუშის კედელი კი მსუბუქია. შედეგად შენობები ბევრად სეისმომდგრადია“, - აღნიშნა კეჩხუაშვილმა.

მაგრამ იმ ტერიტორიების იერ-სახე, სადაც ახალი სახლები აშენდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი. ახალაშენებული კორპუსები ვაკე-საბურთალოს რაიონში
შესაძლებელია თუ არა უსაფრთხო ცხოვრება თბილისის ახალაშენებულ სახლებში - Sputnik საქართველო
თბილისის ხედი. ახალაშენებული კორპუსები ვაკე-საბურთალოს რაიონში

„არქიტექტურა ისეთია, რომ უარესი არ არსებობს“, - აღნიშნა კეჩხუაშვილმა.

ქაოტური განაშენიანება

არქიტექტორის თვალსაზრისით, კომპანიები უხეშად არღვევენ ქალაქის სამშენებლო ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს დასაშვებ მანძილებს შენობებსა და გზებს შორის. მაგრამ მიზეზი შესაბამისი რეგულაციების არარსებობაა.

„გაუქმებულია ისეთი ცნებები, როგორიცაა იზოლაცია და აერაცია, არავინ აქცევს ყურადღებას სამშენებლო მოედნის შერჩევას... მაგალითად, ტერიტორია სპორტის სასახლის უკან. მე იქ ყველაფერს დავანგრევდი. ის, რაც იქ გაკეთდა - ეს დანაშაულია. არცერთი ნორმატივი არ არის დაცული. ყველა შენობა ერთმანეთზეა აშენებული“, - აღნიშნა კეჩხუაშვილმა.

მისი თქმით, სამშენებლო ნორმები და წესები სპეციალისტების მიერ დეტალურად შემუშავებული და მშენებლებისთვის გასაგები უნდა იყოს.

„ადრე ყველა ნორმატივი ორ კანონს ემყარებოდა: „სახანძრო უსაფრთხოება“ და „სანიტარული უსაფრთხოება“. ახლა გამოსულია 41 დადგენილება, 600 გვერდზე. ინჟინერი თუ წაიკითხავს, ვერაფერს გაიგებს. ამ დოკუმენტის გასაგებად კურსების გავლაა საჭირო. ეს ნადვილი მარაზმია“, - განაცხადა კეჩხუაშვილმა.

ადრე ყველა ნორმა და წესი 12 გვერდს არ აღემატებოდა და მუშაობა გაცილებით მარტივი იყო.

საბურთალოს რაიონი - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია: „უძრავი ქონება საქართველოში – რისკები და სარგებელი“

„სსრკ-ში ამაზე ექვსი ინსტიტუტი მუშაობდა. იქ მუშაობდნენ აკადემიკოსები, დოქტორები, წერდნენ ამ კანონებს, შემდეგ ხუთი წელი ამოწმებდნენ და ბოლოს გამოსცემდნენ. ახლა კი საკრებულოში დასხდნენ ვიღაც ბრძენები, რომელთა შორის ერთი სპეციალისტიც არ არის, და გადაწყვიტეს, რომ ამ სახანძრო და სანიტარული ნორმების რეგულირება ასე უნდა მოხდეს“, - აღნიშნა კეჩხუაშვილმა.

არქიტექტორმა აღნიშნა, რომ თავად აკეთებს პროექტებს ძველი ნორმებით, რომლის შესახებ ახალგაზრდებმა არაფერი იციან. „ახალგაზრდები აპროექტებენ ლამაზად, მაგრამ ლამაზად არ ნიშნავს კარგად“.

ბრძოლა ქაოტურ განაშენიანებასთან - თბილისის მერიის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. არჩევისთანავე თბილისის მერმა კახა კალაძემ დაიწყო ინსტიტუციონალური რეფორმის გატარება, რომლის შედეგად შეიქმნა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. გარდა ამისა, წლების შემდეგ დამტკიცდა ქალაქის ახალი გენგეგმა.

მზადყოფნა ფორს-მაჟორისთვის

ექსპერტი მშენებლობის საკითხებში ანზორ საკანდელიძე ამტკიცებს, რომ თბილისში როგორც ძველი, ისე ახალი შენობები არ არის უსაფრთხო. ძველი, საბჭოთა პერიოდის შენობები გათვლილია 7-ბალიან მიწისძვრაზე, დღეს კი საფრთხე ერთი ბალით მაღალია. რაც შეეხება თანამედროვე შენობებს, მათ სეისმომდგრადობაზე საერთოდ არ ამოწმებენ.

„საქართველოში, სამწუხაროდ, ბოლო 25 წლის განმავლობაში აშენებულ არცერთ შენობას სეისმომდგრადობაზე შემოწმება არ გაუვლია“, - აღნიშნა საკანდელიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

ეკოლოგია - პრობლემა ნომერ ორი

საკანდელიძის თქმით, საქართველოში არ არსებობს ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტები.

სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
შემუშავდა კავკასიის სეისმური საფრთხის რუკა

„სამშენებლო ეკოლოგიის უსაფრთხოების ნორმები არ შემოწმებულა. აქ შედის ტოქსიკური ანაორთქლი, რომელიც სხვადასხვა დოზით გამოიყოფა სამშენებლო მასალებიდან და მათ არავინ ამოწმებს. არსებობს მსოფლიო სტატისტიკა, რომლის თანახმად სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის 50-70 პროცენტი ამ წესების არშესრულების გამო კვდება“, - ამტკიცებს ექსპერტი.

მისი თქმით, თანამედროვე სახლებში განსაკუთრებით საშიშია რადონი - რადიოაქტიური აირი ფერისა და სუნის გარეშე, რომელიც იწვევს სერიოზულ დაავადებებს, მათ შორის კიბოს. რადონი გროვდება მიწისქვეშ და ვენტილაციის სისტემისა და სარდაფებიდან, ასევე წყალთან ერთად საცხოვრებელ სახლებში აღწევს. ჯანმო-ს 2017 წლის ანგარიშის თანახმად, ფილტვის კიბოთი ყველა დაავადების 3%-დან 14%-მდე სწორედ ამ რადიოაქტიური აირის ზემოქმედებას უკავშირდება.

ტოქსიკური ლითონი ბავშვების სისხლში - დამალეს თუ არა საქართველოში კვლევის შედეგები >>

„ადამიანები სახლდებიან შეუმოწმებელ ბინებში. არ აქცევენ ყურადღებას ტოქსიკური აირების გამოყოფას თუ რადიაციულ გამოსხივებას. ადრე ეგონათ, რომ ადამიანები რადიაციული გამოსხივების გამო იღუპებოდნენ, თუმცა რადონი უფრო საშიში აღმოჩნდა“, - განმარტა საკანდელიძემ.

მაგრამ ახლა უკვე არსებობს სპეციალური აპარატურა, რომელიც განსაზღვრავს როგორც რადონს, ისე რადიაციის დონეს, ასე რომ ამა თუ იმ სახლში შესახლებამდე შესაძლებელია მისი წინასწარ შემოწმება.

ყველა ახალი ამბავი
0