შემუშავდა კავკასიის სეისმური საფრთხის რუკა

© photo: Sputnik / Stringerსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეისმური საფრთხის რუკის პრეზენტაცია დღეს განათლების სამინისტროში გაიმართება.

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. მეცნიერებმა კავკასიის ერთიანი სეისმური საფრთხის რუკა შექმნეს, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ პორტალ on.ge-ზე დაყრდნობით.

რიხტრერის შკალა - Sputnik საქართველო
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

თანამედროვე სტანდარტების სეისმური საფრთხის რუკაზე მუშაობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის ლორენს ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორიის თანამშრომლები, კერძოდ, მეცნიერები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, კანადიდან და უნგრეთიდან.

პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ენერგიის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაცია.

სეისმური საფრთხის რუკის პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დღეს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0