დაემშვიდობე ერთფეროვნებას: Bibbirru – ქართული ბრენდი დახვეწილი ქალბატონებისთვის

© photo: courtesy of kristine pakhomovaხელნაკეთი ჩანთა
ხელნაკეთი ჩანთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალს პრაქტიკული, მოსახერხებელი და ამავე დროს დახვეწილი ჩანთა სჭირდება. ალბათ დამეთანხმებით, ერთფეროვნება და სტანდარტული სტილი ცოტა მოსაბეზრებელია, ამიტომ დროა Bibbirru-ზე ვიფიქროთ.

Bibbirru ხელნაკეთი ჩანთების ქართული ბრენდია, რომელიც ჟურნალისტმა ქრისტინე პახომოვამ შექმნა. როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა და რა არის მისი წარმატების საიდუმლო, ამის შესახებ ქრისტინე მოგვითხრობს.

© photo: courtesy of kristine pakhomovaქრისტინე პახომოვა
დაემშვიდობე ერთფეროვნებას: Bibbirru – ქართული ბრენდი დახვეწილი ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო
ქრისტინე პახომოვა

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ. სხვა დანარჩენ საქმეებთან ერთად ძირითად საქმიანობას სწორედ ჟურნალისტური მოღვაწეობა წარმოადგენს.

– სრულიად განსხვავებული პროფესია გაქვთ. როდის და რატომ გადაწყვიტეთ ჩანთების წარმოება დაგეწყოთ?

– Bibbirru-ს საქმიანობა და მთავარი მიმართულება არ არის ჩანთები. მისი მთავარი ხაზის იდეა ღრმა ბავშვობაში გაჩნდა, თუმცა განხორციელებაზე სერიოზულად ბოლო დრომდე არ მიფიქრია. ვამზადებთ კოლექციას და უახლოეს მომავალში საზაფხულო ხაზის გაყიდვა დაიწყება.

© photo: courtesy of kristine pakhomovaხელნაკეთი ჩანთა
დაემშვიდობე ერთფეროვნებას: Bibbirru – ქართული ბრენდი დახვეწილი ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ჩანთა

– ვისთან ერთად საქმიანობთ, თუ მარტო უძღვებით ამ საქმეს?

– Bibbirru პრაქტიკოსი შემოქმედებისთვის ერთგვარი პლატფორმაა და არის ერთი ადამიანის იდეით დაფუძნებული, თუმცა ეტაპობრივად ბევრ, სხვადასხვა თემატიკაზე მომუშავე დიზაინერს და ხელოვანს გააერთიანებს, რომლებთანაც უკვე დაწყებულია მუშაობა და სულ რამდენიმე დღეში კომბინირებულ ნაწარმს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.

© photo: courtesy of kristine pakhomovaხელნაკეთი ჩანთა
დაემშვიდობე ერთფეროვნებას: Bibbirru – ქართული ბრენდი დახვეწილი ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ჩანთა

– სახელი როგორ და რატომ შეურჩიეთ?

– სახელის და სათაურის შერჩევა ყოველთვის მიჭირს. ამ შემთხვევაშიც ძალიან ბევრი ვიფიქრე და ბოლოს, როგორც ხდება ხოლმე, ხელის ჩაქნევის წინ აღმოვაჩინე ეს სიტყვა, რომელიც შინაარსობრივად და ჟღერადობითაც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მინდოდა. Bibbirru – ძველი შუმერული სიტყვაა და განიმარტება, როგორც ბრწყინვალება, მზის სხივი.

© photo: courtesy of kristine pakhomovaხელნაკეთი ჩანთები
დაემშვიდობე ერთფეროვნებას: Bibbirru – ქართული ბრენდი დახვეწილი ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ჩანთები

– როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად, ამ მხრივ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

– წარმატების მისაღწევად ნამდვილად თავდაუზოგავი შრომა, საინტერესო ნაწარმი, შესაბამისი გავრცელება და მუდმივ სიახლეებზე ორიენტირებაა საჭირო. მნიშვნელოვანია ბედნიერი მომხმარებელი და საკუთარი შექმნილით კმაყოფილება.

– რა მასალით ქმნით ჩანთებს და რატომ შეარჩიეთ ეს მასალა?

– ვიყენებთ ნატურალურ ქართულ ტყავს, ხეს. მომავალში აბრეშუმის ქსოვილი, ე.წ. ორგმინა და ტიხრული მინანქრის ნაზავი დაემატება.

© photo: courtesy of kristine pakhomovaხელნაკეთი ჩანთა
დაემშვიდობე ერთფეროვნებას: Bibbirru – ქართული ბრენდი დახვეწილი ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ჩანთა

– რამდენად პრაქტიკული, კომფორტული და მოსახერხებელია ჩანთები?

– გააჩნია მოდელს. ზოგიერთი მათგანი მცირე ზომისაა და განკუთვნილია მხოლოდ მსუბუქი სეირნობისთვის – ტელეფონის, მცირე ზომის საფულის, კოსმეტიკური აქსესუარისთვის. ზოგი, ვიზუალის მიუხედავად, ძალიან მოცულობითი და ტევადია.

– თქვენთვის ეს ხელოვნება უფროა თუ შემოსავლის წყარო?

– ცალსახად ორივე.

– მომხმარებლების შენიშვნებს და რჩევებს რამდენად ითვალისწინებთ?

– მომხმარებლის სურვილის გათვალისწინება მოდელის ილუსტრირების პროცესშიც კი ხდება, თუ მისი სურვილი ტექნიკურად შესაძლებელია.

© photo: courtesy of kristine pakhomovaBibbirru-ს ჩანთები
დაემშვიდობე ერთფეროვნებას: Bibbirru – ქართული ბრენდი დახვეწილი ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო
Bibbirru-ს ჩანთები

– აღნიშნეთ, რომ მხოლოდ ჩანთებს არ ქმნით. ჩანთების გარდა რა აქსესუარებს ამზადებთ?

– დიახ, მაგრამ ჯერ ამის აფიშირება არ მოგვიხდენია. თუმცა, თქვენთან დაანონსებაც შესაძლებელია – საზაფხულო კოლექციაში, რომელიც მაისის დასაწყისში იქნება მზად, Bibbirru ძალიან, ძალიან ორიგინალურ ფეხსაცმელს შემოგთავაზებთ, რომელიც მისი მთავარი ხაზი იქნება. ამასთანავე ტანსაცმლის ძალიან ბევრ ისეთ აქსესუარს, რომელიც ქალის, გოგონას ორიგინალურობას და მშვენიერებას უფრო თვალსაჩინოს გახდის. ვქმნით ისეთ კოლექციას, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს დაგვიმკვიდრებს ადამიანთა გულებში.

– თქვენ თუ იწონებთ ხოლმე თავს თქვენი შექმნილი ჩანთებით?

– ჩემთვის „ორსახოვანი” მოდელი მაქვს შექმნილი, რომლის ერთი მხარეც გაზაფხულზე და ქალურობაზე მეტყველებს, ხოლო მეორე თანამედროვე ეპოქის და ასეთი სოციალური გარემოს ქაოტურობას აღწერს.

© photo: courtesy of kristine pakhomovaხელნაკეთი ჩანთა
დაემშვიდობე ერთფეროვნებას: Bibbirru – ქართული ბრენდი დახვეწილი ქალბატონებისთვის - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ჩანთა

– რას ნიშნავს აკეთო საქმე, რომელიც სიამოვნებას და ბედნიერებას განიჭებს?

– ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე აუცილებლად წარმატებული იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0