თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ტელეწამყვანი მარკ რივკინი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.
მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მოტეხილობებით შეიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა პოსტოპერაციული პერიოდი ვერ გადაიტანა.
მარკ რივკინი „პირველ არხზე" 1990-იან წლებში რუსულენოვანი საინფორმაციო გამოშვება „ვესტნიკის“ წამყვანი იყო.
რივკინი 1941 წლის 30 აპრილს დაიბადა.
გარდა ამისა, 1992 წელს ის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო.
1996 წელს დემოკრატიის შენებაში, სტაბილიზაციის განმტკიცებასა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში შეტანილი წვლილის გამო რივკინს საპატიო ორდენი გადაეცა.