გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი

,,საფრანგეთში კინაღამ დავტოვე სამშობლო“
გამოწერა
ცნობილი მსახიობი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

ქართველი  ალ  პაჩინო - Sputnik საქართველო
ქართველი ალ პაჩინო

ნოდარ მგალობლიშვილი დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში 1931 წლის 15 ივლისს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის „ფსკერზე“, ჰენრიკ იბსენის „მოჩვენება“. უფრო მოგვიანებით, ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“.

კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა.

ნოდარ მგალობლიშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2016 წელს მას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0