ძლიერი ქარი ქუთაისში - ვითარება ამ დროისთვის

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ქუთაისის მერიის სპეციალური სერვისების წარმომადგენლები.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, აეროპორტში კი რეისი გადაიდო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გაწმენდითი სამუშაოები გზებზე ზამთარში - Sputnik საქართველო
ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე შეზღუდვები დაწესდა

ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხეები მოგლიჯა. ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე მიმდინარეობს მსგავსი საფრთხეების აღმოფხვრის სამუშაოები. ამ დროისთვის დაზიანებული ხეების გატანა მიმდინარეობს, რადგან მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ქუთაისის მერიის სპეციალური სერვისების წარმომადგენლები.

ძლიერმა ქარმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პრობლემები შექმნა, იუწყება Rustavi2.

ქუთაისი–რიგას მიმართულებით დანიშნული რეისი ორი საათის დაგვიანებით შესრულდა, ხოლო რიგა-ქუთაისის რეისის მგზავრებს საკუთარი ბარგის აღებაში შეექმნათ პრობლემები.

მგზავრები აცხადებენ, რომ ავიარეისის პილოტის გადაწყვეტილებით, საბარგულის კარი არ იღება. მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ადგილზე პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებიან, რის გამოც კონკრეტულ ინფორმაციას ვერ იღებენ, როდის შეძლებენ ბარგის მიღებას.

ყველა ახალი ამბავი
0