თბილისი, 30 მარტი - Sputnik. ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი -კარწახის გზებზე პარასკევს საღამოდან ტრაილერების მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112-კმ მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.