ნოდარ მგალობლიშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

ქართველი ალ პაჩინო
გამოწერა
მსახიობი უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა და კოლეგებმა გააცილეს.

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე, ახალ  პანთეონში დაკრძალეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მსახიობი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა და კოლეგებმა გააცილეს.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

87 წლის მსახიობი 26 მარტს გარდაიცვალა.

 ,,საფრანგეთში კინაღამ დავტოვე სამშობლო“ - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი

ნოდარ მგალობლიშვილი დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში 1931 წლის 15 ივლისს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის „ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის „მოჩვენება", უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში".

კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინოში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით გრაფი კალიოსტროა მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში".

ნოდარ მგალობლიშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2016 წელს მას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0