წინა ხელისუფლების დროს წართმეული მიწები რეალურ მფლობელებს დაუბრუნდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამ დროისათვის წინა ხელისუფლების დროს გასამართლებული 57 პირი გაამართლეს, ხოლო დაზარალებულის სტატუსი 240 ადამიანს მიენიჭა

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გადახედა კიდევ სამი ძველი სისხლის სამართლის საქმე და დაადგინა, რომ მოქალაქეები ლევან გორგიაშვილი, სამსონ კილაძე და კორნელი კუკულაძე წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი გახდნენ, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის სასამართლომ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი გაამართლა >>

მსგავსი საქმეებით დაკავებულია საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. მის კომპეტენციაში შედის იმ თანამდებობრივი დანაშაულების გამოძიება, რომელიც 2012 წლის ოქტომბრამდე, ანუ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არის ჩადენილი.

პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
საქართველოში 2016 წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულებები

ხელახალი გამოძიების შედეგად დამტკიცდა, რომ ლევან გორგიაშვილი (ამჟამად ტურაშვილი), რომელიც  აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008-2009 წლებში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, რის გამოც უცნობი პირებისგან ხშირად იღებდა სატელეფონო მუქარებს. 2009 წლის 25 აგვისტოს ის დააკავეს და ჯიბეში ჰეროინი ჩაუდეს.

უკვე 2009 წლის ოქტომბერში სასამართლოს გადაწყვეტილებით გორგიაშვილს 7 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.

გორგიაშვილი 2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გათავისუფლდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა.

ამჯერად პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების შუამდგომლობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რადგან განაჩენი ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე იყო გამოტანილი.

სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება მესაკუთრეებს დაუბრუნდათ >>

რაც შეეხება სამსონ კილაძეს, პროკურატურამ გადაწყვიტა დაუბრუნდეს მას ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მან სახელმწიფოს წინა ხელისუფლების დროს აჩუქა.

კილაძეს დიდი დიღმის ტერიტორიაზე 2,1 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ნაკვეთი ჰქონდა. ახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2009 წელს პროკურატურამ თითქოსდა მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კილაძეს ემუქრებოდნენ, რომ თუ ის ამ ნაკვეთს სახელმწიფოს სასარგებლოდ არ დათმობს, მას პრობლემები შეექმნებოდა. მამაკაცმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ნაკვეთი დათმო.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
რატომ თქვა უარი „ოცნებამ“ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებაზე

ამჯერად პროკურატურა მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს.

რაც შეეხება ყოფილ ჩინოვნიკებს, პროკურატურა მათ მიმართ გადაწყვეტილებას გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით მიიღებს.

მესამე საქმე მოქალაქე კორნელი კუკულაძის გარდაცვალების შემდგომ გამართლებას ეხებოდა.

ხელახალი გამოძიების თანახმად, კუკულაძის კომპანია ფლობდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში არსებულ 19,5 ჰა მიწის ნაკვეთს, სადაც პანსიონატის მშენებლობა იგეგმებოდა.

Fly Adjara-ს და „ავიატორს“ ჩამორთმეული ვერტმფრენები და თვითმფრინავები დაუბრუნდება >>

2006 წელს ამ ქონებით დაინტერესდა ხელისუფლება და კუკულაძეზე განხორციელდა ზეწოლა, თითქოსდა ის ნაკვეთს თაღლითური გზით დაეუფლა. კუკულაძე დააკავეს და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მან უსასყიდლოდ დათმო მის საკუთრებაში არსებული ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში მდებარე 6 ჰა მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის განაჩენი ძალაში დარჩა

კუკულაძის გამართლების გარდა, მისმა ვაჟმა ვახტანგ კუკულაძემ უკანონოდ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთი დაიბრუნა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

2015 წლიდან დეპარტამენტმა სასამართლოს 65 მსჯავრდებულის მიმართ საბრალდებო განაჩენების გადახედვის შუამდგომლობით მიმართა, საიდანაც 57 გაამართლეს. გარდა ამისა, დაზარალებულად ცნეს 240 ადამიანი და მათ დაუბრუნდა 47 მილიონი ლარის ღირებულების ქონება - ავტომობილები, ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო აუზი, მიწის ნაკვეთები და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0