შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა

© photo: Tbilisi City Hall / FBწყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის შინდისში
წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის შინდისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქსელის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით,  მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სასმელი წყლით 100-მდე ოჯახს უზრუნველყოფს.

განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ადგილზე გაეცნენ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
როდის დასრულდება ორბელიანის მოედნის რესტავრაცია – კალაძემ თარიღი დაასახელა

მათთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია.  

კახა კალაძის განცხადებით,  ქსელის მშენებლობით შინდისში ათეული წლების განმავლობაში არსებული სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა გადაიჭრა.

„აქ მცხოვრებ ადამიანებს, დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ და ეს მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მათ ჰქონდათ ერთი დიდი ავზი შინდისის შესასვლელში, იქ ისხმებოდა წყალი და შემდეგ, ადგილობრივები ამ ავზიდან იღებდნენ წყალს, რაც სერიოზული დისკომფორტი იყო. ამჟამად კი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს აბონირება, აბონენტთა დაერთებები. ამ დროისათვის უკვე დაერთებულია 40 აბონენტი. ქსელზე დაერთების პროცესი ერთ თვეში დასრულდება და ყველას ექნება სასმელი წყლის მიღების შესაძლებლობა. აქ განთავსებული წყლის აგრეგატები, საიდანაც შინდისი წყლით მომარაგდება, არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, დანიური წარმოების“, - განაცხადა კალაძემ.

ვაკე-საბურთალო - Sputnik საქართველო
მერია თბილისის 3D რუკას ამზადებს

უწყების ცნობით, შინდისის წყლით მომარაგების საკითხზე მუშაობა ქალაქის მთავრობამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.

კომუნიკაციის არარსებობის გამო მოსახლეობა იძულებული იყო წყალი, გადამზიდი ავზების საშუალებით, გაცილებით ძვირად შეეძინა.

ქსელის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0