მერია თბილისის 3D რუკას ამზადებს

© Sputnik / Alexander Imedashviliვაკე-საბურთალო
ვაკე-საბურთალო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული რუკა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისთვის.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ახლო მომავალში თბილისს 3D რუკა ექნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის გენგეგმა დამტკიცებულია>>>

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანია მუშაობას 1 მარტიდან შეუდგა. 3D რუკა ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე maps.tbilisi.gov.ge.

„საბოლოო პროდუქტი მერიას დაახლოებით ივლისში ჩაბარდება. აღნიშნულ მონაცემებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები თავის საქმიანობაში გამოიყენებენ. Google-ის რუკისგან განსხვავებით, აღნიშნული 3D რუკა სხვადასხვა პარამეტრების გაზომვის შესაძლებლობას მოგვცემს", – განაცხადა თბილისის მერმა.

ქართული წვნიანი კერძი ხარჩო - Sputnik საქართველო
გემრიელი გეოგრაფია: საქართველო კერძების მსოფლიო რუკაზე გაჩნდა

ამგვარი რუკა გამოადგებათ არქეოლოგებს, ურბანული განვითარების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურებს, ასევე მუნიციპალურ ინსპექციას, მიწის ლეგალიზების კომისიას და რაიონულ გამგეობებს.

3D რუკის გარდა შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი – ეს იქნება თბილისის ორთო-ფოტო-გეგმა, რომელიც 516 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას მოიცავს.

„ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განახლება-მოწესრიგება და განსაკუთრებით 3D ფორმატი, სადაც მომხმარებელი ყველაფრის ნახვას შეძლებს", – განაცხადა კალაძემ.

ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით ერთი მილიონი ლარია.

 

ყველა ახალი ამბავი
0