შედგება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე?

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობა, აქტიურად ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად ახლა ვადამდელი არჩევნები მმართველ პარტიას აძლევს ხელს, რათა ძველი კადრებისაგან გათავისუფლდეს და მონოლითური ერთობა ჩამოაყალიბოს.

თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობაში ისეთი ცალსახა მხარდაჭერა აღარ აქვს, როგორიც ჰქონდა.

შესაბამისად, ახლა ვადამდელი არჩევნების ჩატარების პლუსები და მინუსები კარგადაა გასათვლელი.

პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით. თუ ხელისუფლება ასეთ დათმობაზე წავიდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, 3%-იანი ბარიერის პირობებში საკანონმდებლო ორგანო ბაბილონის გოდოლს დაემსგავსება პარტიების მრავალფეროვნების მხრივ.

ძველი თბილისის უბადრუკი აივნები ივანიშვილის სასახლის ფონზე - Sputnik საქართველო
არსებობს თუ არა 2020 წელს ხელისუფლების გადაბარების გეგმა?

უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ სწორედ მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი მოვლენა:

პირველი ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებაა პარტიულ თანამდებობაზე და ის, რომ მას პარლამენტის მომავალ თავმჯდომარედ განიხილავენ.

მეორე კი ის არის, რომ მაის-ივნისში მთავრობაში გარკვეული ცვლილებები იგეგმება არა იმდენად საკადრო, რამდენადაც სტრუქტურული კუთხით.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც უკვე გაერთიანებული სამინისტროების ისევ ცალკე სტრუქტურებად ჩამოყალიბებას გულისხმობს.

რამდენადაა მზად ქართული პოლიტიკური სპექტრი არჩევნებისათვის?

მთაწმინდა - Sputnik საქართველო
ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი

ამ შემთხვევაში უპირატესობას, ბუნებრივია, ისევ სახელისუფლებო პარტია ფლობს, ისევე, როგორც ინფორმაციას.

მეორე მხრივ, ოპოზიციაც გენერალურ რეპეტიციას მაისში დაგეგმილ არჩევნებზე გაივლის, სადაც ძირითადად ქალაქების მერებს ირჩევენ, მაგრამ მოსახლეობის განწყობების გასაზომად შესანიშნავი საშუალებაა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ზუგდიდის მერის არჩევნები, სადაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე წარადგინა სანდრა რულოვსი.

მმართველ ძალას რომ უკვე დაწყებული აქვს ფიქრი საპარლამენტო სიაზე, ამას ის ხმებიც ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკუთარ კვოტას ითხოვს სალომე ზურაბიშვილი. მის მხარდამჭერად მოიაზრებენ ასევე ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ პარტიას.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ვისგან აპირებს ეკა ბესელია საქართველოს დაცვას?

სხვათა შორის, ირაკლი კობახიძემ მშვენივრად იზრუნა პარტიის მონოლითურობაზე – თუ „ქართული ოცნება“ 2016 წლის არჩევნების შემდეგ ფრაქციებად დაიშალა, მომავალ პარლამენტში ეს ვეღარ მოხდება, რადგან უკვე კონსტიტუციითაა აკრძალული.

მმართველი პარტიის სიიდან, ბუნებრივია, კვირიკაშვილის კადრები მალე გაქრებიან. სამაგიეროდ ვარაუდობენ კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძის ფრთის გაძლიერებას. საკუთარი კვოტა ექნება პრემიერ-მინისტრ ბახტაძესაც.

მოკლედ, მმართველ გუნდში ვადამდელ არჩევნებზე ფიქრი უკვე დაწყებულია. დაინიშნება თუ არა ის, მრავალ საშინაო და საგარეო ფაქტორზეა დამოკიდებული.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0