ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი

გამოწერა
შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტში, რომელიც 2019 წლის მაისში ჩატარდება, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური სპექტრის ძალთა ბალანსის ლაკმუსის ქაღალდი გახდება.

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობამ კიდევ ერთი პოლიტიკური ინტრიგა წარმოშვა საქართველოში. ძალიან მალე გაირკვევა, ვინ წარმოადგენს მთაწმინდის რაიონის ინტერესებს საქართველოს პარლამენტში.

საზოგადოებამ პირველი კოალიცია უკვე იხილა. ესაა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპელების გაერთიანება, რომელიც მხარს ამ არჩევნებში იურისტსა და ყოფილ დეპუტატს, შალვა შავგულიძეს დაუჭერს. შავგულიძის მიმართ პირველი პრეტენზიები უკვე გამოთქვეს სახელისუფლებო წრეებში. სიმბოლურია, რომ ახლა ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებას წინააღმდეგობას სანდრო გირგვლიანის ყოფილი ადვოკატი გაუწევს. ოცნების წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს გირგვლიანის თემის მიმართ ღალატია და ყოფილ ნაციონალებთან გაერთიანებით შავგულიძემ პრინციპებს უღალატა.

შალვა შავგულიძე - Sputnik საქართველო
სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა არჩევნებისთვის ახალი მოკავშირეები მოძებნეს

თუ შალვა შავგულიძეს საინტერესო გზა აქვს გავლილი ადვოკატურაში, არანაკლებ საინტერესოა სახელისუფლებო კანდიდატის ვინაობაც. გავრცელდა ხმები, თითქოს ამ პოსტზე ხელისუფლება ირაკლი ღარიბაშვილს მოიზარებდა, რომელიც შემდეგ ირაკლი კობახიძეს შეცვლიდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა ეს ხმები დაუყოვნებლივ უარყვეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის მაჟორიტარობა არც თუ ისე დიდი წინსვლაა, გარდა ამისა, ხელისუფლებისათვის ამ არჩევნების მოგებას უფრო იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ საკუთარი პოზიციების სიმყარე აჩვენოს თბილისში და არა იმიტომ, რომ პარლამენტში კიდევ ერთი ხმა სჭირდება. უმრავლესობა თავს შესანიშნავად გრძნობს დეპუტატების გამოკლების მიუხედავად და ჯერჯერობით ვერც ეკა ბესელიამ შექმნა ფრაქცია, რასაც დიდი ხანია, აანონსებენ.

მთაწმინდაზე სახელისუფლებო კანდიდატი სავარაუდოდ კარგი ექიმი და კარგი თამადა, ლადო კახაძე გახდება. მას თბილისში კარგად იცნობენ, დიდი სამსახური გაუწია პარტიას საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ერთადერთი „კომპრომატი" ისაა, რომ თბილისის საკრებულოში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ლეიბორისტული პარტიიდან შესული, „მოქალაქეთა კავშირს“ შეუერთდა და საკრებულოს თავმჯდომარეც გახდა, თუმცა ეს საკითხი ფართო საზოგადოებას, სავარაუდოდ, ნაკლებად აღელვებს და უფრო ლეიბორისტები შეიძლება ჰყავდეს განაწყენებული. კახაძეს დიდი სანაცნობო წრე და სამეგობრო ჰყავს, ამიტომ მისი გამარჯვება სახელისუფლებო პარტიას ნამდვილად უფრო იოლად შეეძლება, ვიდრე, მაგალითად, საზოგადოებისათვის უცნობი კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძის რომელიმე მეგობრისა.

ადგილობრივი არჩევნები - Sputnik საქართველო
ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ერთდროულად ჩატარდება

მთაწმინდის რაიონში კენჭისყრის სურვილი გამოთქვა ასევე სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, სოფო ხორგუანმა.

ხორგუანი ძირითადად სახელისუფლებო პოზიციებს იცავს ეთერებში და სოზარ სუბართან დაახლოებულ პირად ითვლება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლებას მწვავედ დაუპირისპირდეს, მაგრამ დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შემთხვევაში გარკვეულ ხმებს მოგროვებს და შესაძლოა, მთაწმინდაზე მეორე ტურიც გახდეს საჭირო.

მეორე ტურის ალბათობა უფრო გაიზრდება, თუკი კენჭისყრას ორი საკმაოდ ცნობილი სახე - ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი გადაწყვეტენ. თავისუფალი დემოკრატების კულტურული პოლიტიკური ოპონირების ფონზე, ანა დოლიძე საკმაოდ რადიკალურად გამოიყურება. მას ხელისუფლებაშიც ჰყავს გულშემატკივრები სოციალ -დემოკრატების სახით. იგი ასევე ისარგებლებს რესპუბლიკელებისა და „შენების მოძრაობის“ მხარდაჭერით, სადაც დოლიძეს ბევრი მეგობარი ჰყავს.

რაც შეეხება საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს, სავარაუდოდ, ის შალვა შავგულიძეს დაუჭერს მხარს, თუმცა მთაწმინდაზე გამარჯვების უფრო მეტი შანსი, წესით მას უნდა ჰქონოდა.

კობა დავითაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გადის - Sputnik საქართველო
რატომ ბრუნდება კობა დავითაშვილი პოლიტიკაში: „ოცნების“ უუნარობა და მოსალოდნელი საფრთხე

მიუხედავად ფინანსური რესურსის სიმწირისა, მას პოლიტიკური გულშემატკივრებიც ჰყავს და თბილისის მერის არჩევნებში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია სახელისუფლებო ფავორიტს, კახი კალაძეს. ასე რომ, ლადო კახაძესთან ბრძოლა უფრო გაუადვილდებოდა, მოზღვავებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების და არც თუ ისე სახარბიელო დასკვნების ფონზე.

საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, ოპოზიციას, გონივრული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში ნამდვილად აქვს შანსი, მოიგოს მთაწმინდის არჩევნები. სულ მცირე, აქ მეორე ტურის გამართვაა მოსალოდნელი გამარჯვებულის გამოსავლენად.

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
ვინ შეცვლის ზურაბიშვილს პარლამენტში? დეპუტატის ადგილისთვის უფლებადამცველი იბრძოლებს

თუმცა, ვისაც არ უნდა დარჩეს მთაწმინდა, საქართველოს პარლამენტში ამით ძალთა ბალანსი არ შეიცვლება. მთავარი ბრძოლა 2020 წლისთვის გველის, როცა საარჩევნო კოდექსიც და პირობებიც მეტად საინტერესო და ერთჯერადი მოქმედებისა იქნება. 3 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და მრავალი პარტიის მოხვედრის შანსი საკანონმდებლო ორგანოში იმის წინაპირობებს ბადებს, რომ შესაძლოა, კოალიციური მთავრობის ფორმირება გახდეს საჭირო.

ექსპერტები არც რადიკალური ცვლილებებს გამორიცხავენ. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ პარლამენტს გარეთ ლამისაა, მთელი ოპოზიცია ერთიანდება. სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან როგორც იქნა, მიხვდა და მიდის და ყველა ძალა, საშინაო და საგარეო ძალებს 2020 წლის შემოდგომისათვის იკრეფს. მომავალ სტატიაში სწორედ 2020 წლის არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების სტრატეგიების შესახებ გიამბობთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0