თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, მსოფლიოს 199 პასპორტიდან, 49-ე ადგილზე განთავსდა საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Henley&Partners-ის ახალ კვლევაში - 2019 წლის პასპორტების ინდექსი.
ამგვარად, წინა ანგარიშთან შედარებით, საქართველომ თავისი პოზიციები ორი საფეხურით გაიუმჯობესა.
ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს უვიზო ან გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობა მსოფლიოს 114 ქვეყანაში შეუძლიათ. ქვეყნების რაოდენობა წინა კვლევასთან შედარებით არ შეცვლილა, თუმცა რეიტინგი მაინც გაუმჯობესდა.
მეზობლებიდან საქართველოს წინ მხოლოდ რუსეთი უსწრებს, რომელიც 47-ე ადგილზე განთავსდა. რუსეთის მოქალაქეებს განსაკუთრებული სირთულეების გარეშე მსოფლიოს 118 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა. სომხეთი 78-ე ადგილზეა – 62 ქვეყანა; თურქეთი 50-ე ადგილზე – 110 ქვეყანა.
აზერბაიჯანი არსებითად ჩამორჩება მეზობლებს – 73-ე ადგილზე, 67 ქვეყანა.
რეიტინგის ლიდერები არიან იაპონია, სინგაპური და სამხრეთ კორეა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს დიდი ძალისხმევის გარეშე მსოფლიოს 189 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა.
ამბიციური პასპორტი - საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდა>>
ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ ერაყსა და ავღანეთს. მათ უვიზო ან გამარტივებული სავიზო რეჟიმი აქვთ 30 ქვეყანასთან.