„როცა თეატრი ცოცხალია, საქართველოც ცოცხალია" – პრეზიდენტი კულტურის როლის შესახებ

© photo: Government of Georgia / FBბათუმის თეატრი
ბათუმის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის თეატრი 1952 წელს გაიხსნა. ის არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთლიანად რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრად არის მიჩნეული.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის რესტავრირებული სახელმწიფო დრამატული თეატრის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, ქვეყნის რეგიონების განვითარებაში კულტურის საკვანძო როლზე ისაუბრა.

სარესტავრაციო სამუშაოები თეატრში 2015 წელს დაიწყო. რესტავრაციის შემდეგ ექსპლუატაციაში თეატრი 2018 წლის ნოემბერში გადაეცა. გუშინ ამ სცენაზე რეკონსტრუქციის შემდეგ პირველად გაიმართა სპექტაკლი. მაყურებელმა იხილა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის დადგმა kldiashvili.ge დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მოტივებზე.

© photo / Government of Georgiaბათუმის სახელმწიფო თეატრი
„როცა თეატრი ცოცხალია, საქართველოც ცოცხალია – პრეზიდენტი კულტურის როლის შესახებ - Sputnik საქართველო
ბათუმის სახელმწიფო თეატრი

„თეატრის დაბრუნება რეგიონებში მნიშვნელოვანია ადგილობრივი საზოგადოებისა და რეგიონებში ხალხის დაბრუნებისთვის, რადგან კულტურის გარეშე რეგიონის განვითარება ვერ მოხდება. „მეტი კულტურა რეგიონში“ თეატრით იწყება და არ დაგვავიწყდეს, რომ თეატრი იყო და არის ყველგან და ყოველთვის ჩვენი ეროვნული აღორძინების საწინდარი. როცა თეატრი ცოცხალია, საქართველოც ცოცხალია", – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერას პრეზიდენტთან ერთად დაესწრნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

ბათუმის თეატრი - Sputnik საქართველო
ბათუმის რესტავრირებული დრამატული თეატრი პრემიერით იხსნება

სარესტავრაციო სამუშაოები ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ" დააფინანსა. რესტავრაციაზე 14,5 მლნ ლარი დაიხარჯა.

ამიერიდან თეატრი გათვლილია 480 მაყურებელზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სარესტავრაციო სამუშაოების პროცესში თეატრში შეიცვალა მთავარი სცენის ინტერიერი, განახლდა სკამები, შეიცვალა იატაკი და გათბობის სისტემა. ცვლილებები შეეხო ასევე იარუსების ფერსა და ჭერის მოხატულობას. გარდა ამისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, განახლდა სცენის ყველა მექანიზმი.

ბათუმის თეატრი 1952 წელს გაიხსნა. ის არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთლიანად რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრად არის მიჩნეული. თვითონ შენობა 1912 წელს არის აშენებული და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0