ბათუმის რესტავრირებული დრამატული თეატრი პრემიერით იხსნება

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaბათუმის თეატრი
ბათუმის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრის რესტავრაციაზე 14,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. აჭარაში უძველესი ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი მასშტაბური რესტავრაციის შემდეგ ოთხშაბათს გაიხსნება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" თეატრში.

სარესტავრაციო სამუშაოები თეატრში, რაც 2015 წელს დაიწყო, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ" დააფინანსა. რესტავრაციაზე 14,5 მლნ ლარი დაიხარჯა.

მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSIC FEST - Sputnik საქართველო
ბათუმის კინოფესტივალზე გრან-პრი ბრიტანულმა დრამამ მიიღო

რესტავრაციის შემდეგ ექსპლუატაციაში თეატრი 2018 წლის ნოემბერში გადაეცა. დღეს ამ სცენაზე რეკონსტრუქციის შემდეგ პირველად გაიმართება სპექტაკლი. მაყურებელი იხილავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის დადგმას kldiashvili.ge, დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მოტივებზე.

ამიერიდან თეატრი გათვლილია 480 მაყურებელზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სარესტავრაციო სამუშაოების პროცესში თეატრში შეიცვალა მთავარი სცენის ინტერიერი, განახლდა სკამები, შეიცვალა იატაკი და გათბობის სიტემა. ცვლილებები შეეხო ასევე იარუსების ფერსა და ჭერის მოხატულობას. გარდა ამისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, განახლდა სცენის ყველა მექანიზმი.

განახლებული თეატრის გახსნის ცერემონიას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

სკანდალი თბილისის ფილარმონიასთან დაკავშირებით მწვავდება>>

ბათუმის თეატრი 1952 წელს გაიხსნა. ის არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთლიანად რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრად არის მიჩნეული. თვითონ შენობა 1912 წელს არის აშენებული და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0