რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 36 წლის მამაკაცი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ღია კამერიანი გაზის გამათბობელი მოულოდნელად გაითიშა, რის გამოც ბინაში ბუნებრივი აირი დაგროვდა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. რუსთავში 36 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ხუთი ადამიანი მოიწამლა

მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ღია კამერიანი გაზის გამათბობელი მოულოდნელად გაითიშა, რის გამოც ბინაში ბუნებრივი აირი დაგროვდა.

გარდაცვლილი მამაკაცი სამხედრო მოსამსახურე იყო, ის რუსთავში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა შემთხვევისას ბინაში მარტო იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0