რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ხუთი ადამიანი მოიწამლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გორში მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ორი წლის ბავშვი მოიწამლა>>>

უბედური შემთხვევები რუსთავში გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვით სულ ხუთი ადამიანი მოიწამლა – მერვე მიკრორაიონში რვა წლის გოგონა დედასთან ერთად, მე-11 მიკრორაიონში კი სამი ადამიანი, რომლებიც „კლინიკა რუსთავში" არიან მოთავსებული.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ამ დროისთვის მოწამლულთა მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინტოქსიკაციის მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის ბოლო შემთხვევა 9 მარტს მოხდა – საავადმყოფოში სამი ადამიანი, მათ შორის, ორი წლის ბავშვი მოხვდა.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებით, კომპანიის სპეციალისტებმა 2018 წელს თბილისში საცხოვრებელ ბინებში 70 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი ჩახსნეს სისტემიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0