სპეციალისტი: მშობლებო, არ აჭამოთ შვილებს ახალი კარტოფილი

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშიახალი კარტოფილი
ახალი კარტოფილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კარტოფილის მოყვანის ვადები ირღვევა, რის გამოც პროდუქტში ქიმიური ნივთიერებები ხვდება

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია მშობლებს არ ურჩევს თავის შვილებს ახალი კარტოფილი აჭამონ, რადგან ის ქიმიურ ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს.

საქართველოში კარტოფილის მოყვანის ვადები ხშირად ირღვევა, განაცხადა ახალაიამ.

„ახალი კარტოფილის დათესვის წინ, ფერმერები იყენებენ გლიფოსატს, რომელიც ნიადაგიდან აუცილებლად გადავა კარტოფილში. ამ ნივთიერების დაშლის პერიოდი არის 60 დღე, ეს პერიოდი უნდა გავიდეს კარტოფილის დათესვიდან, რომ გლიფოსატმა დაშლა დაიწყოს და შესაბამისად არ მოხვდეს პროდუქციაში. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა კარტოფილი ქერქს იკეთებს“, - განაცხადა ხათუნა ახალაიამ პრესკონფერენციაზე.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უხარისხო ხორცი აღმოაჩინა - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: თბილისში უხარისხო ხორცი აღმოაჩინეს

საქართველოში პროდუქტებში გლიფოსატზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა და შესაბამისი მონაცემებიც არ არსებობს, აღნიშნა მან.

რაც შეეხება ნიტრიტებსა და ნიტრატებს, გასულ წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ ამ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს ბოსტნეული და მწვანილი, რომელიც საქართველოში დახლებზე იყიდება.

ახალი კარტოფილი მალე მაღაზიებსა და ბაზრებში გამოჩნდება, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, რომ აპრილის ბოლომდე-მაისის დასაწყისამდე ამ პროდუქტისგან თავი შევიკავოთ.

ყველა ახალი ამბავი
0