რას ვჭამთ: თბილისში უხარისხო ხორცი აღმოაჩინეს

© Facebook / photo: National.Food.Agency / FBსურსათის ეროვნულმა სააგენტომ უხარისხო ხორცი აღმოაჩინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უხარისხო ხორცი აღმოაჩინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი განადგურდება, ხოლო გამყიდველი დაჯარიმდება

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამსახურის წარმომადგენლებმა საცალო ვაჭრობაში 400 კგ უხარისხო ხორცი აღმოაჩინეს, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დოკუმენტების შემოწმებისას შპს „ახალ ხორცში“ გამოვლინდა ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის 400 კგ ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

სააგენტოს ინსპექტორებმა ხორცი დალუქეს და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმეს. მეწარმეს დაევალა საშიში ხორცის განადგურება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები განახორციელებენ.


ყველა ახალი ამბავი
0