საქართველოში 2008 წელს დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

CC0 / Pixabay / ხსოვნის სანთლები
ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხინვალის რეგიონიდან ნეშტების გადმოსვენება მიმდინარე წლის 19 მარტს განხორციელდა.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში 2008 წელს დაღუპულ მოქალაქეთა ნეშტები გადმოასვენეს>>>

ცხინვალის რეგიონიდან ნეშტების გადმოსვენება მიმდინარე წლის 19 მარტს განხორციელდა.

2017 წლის ოქტომბერში სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ განხორციელდა სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
აფხაზეთის ომში გაუჩინარებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია

ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება მოხდა.

შემდგომ ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ გადასცეს ოჯახებს.

90-იან წლებში დაღუპული სამხედროების ნეშტები დაკრძალეს>>>

საქართველოს ტერიტორიაზე 1990-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად 2,3 ათასზე მეტი ადამიანი მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 2013 წლიდან დღემდე მოძიებულია 500 ადამიანის ნეშტი, საიდანაც 200 იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე კონტროლი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების სუვერენიტეტი აღიარა, ხოლო საქართველომ საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

 

ყველა ახალი ამბავი
0