აფხაზეთის ომში გაუჩინარებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 26 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. 1992-93 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 22 ადამიანის ნეშტი იქნა ამოცნობილი, ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2010  წელს,  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-93 აფხაზეთში საომარი მოქმედებების  შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის ფარგლებში   11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. 

დაღუპულ მეომართა დაკრძალვა - Sputnik საქართველო
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

„დღეს კიდევ 22 ოჯახისთვის დასრულდა ხანგრძლივი გაურკვევლობა. სამწუხაროდ, 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი პირი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარულად ითვლება. ოჯახებს უფლება აქვთ იცოდნენ მათი ხვედრის შესახებ“, — აღნიშნა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბილიანა მილოშევიჩმა.

გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ და შესაბამის ინფორმაცია მიაწოდეს.

„სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში, 25 აპრილს 19:00 საათიდან, 26 აპრილს კი 12:00-15:00 საათამდე გაიმართება. 26 აპრილს, 16:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ“, —  ნათქვამია განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2010 წლიდან მოყოლებული დღემდე სულ 325 ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი, მათგან 148  უკვე იდენტიფიცირებულია. 

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0