„ეს მასშტაბური იქნება“ - საქართველოში „ევროვიზია 2019-სთვის“ კლიპს იღებენ

© FB/ Otar Nemsadzeოთო ნემსაძე
ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი კონკურსანტი „ევროვიზია-2019“-ზე გამოსვლისთვის აქტიურად ემზადება

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. მუსიკოსმა ოთო ნემსაძემ, რომელიც საქართველოს სიმღერის კონკურს „ევროვიზია-2019“-ზე წარადგენს, დააკომპლექტა ბეკვოკალი და ვიდეოკლიპის გადაღება დაიწყო, იუწყება პირველი არხი.

„ევროვიზია - 2019“ თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი, მეორე ნახევარფინალები და ფინალი 14,16 და 18 მაისს გაიმართება. საქართველო კონკურსზე 14 მაისს, ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში წარდგება.

„კლიპი მასშტაბური იქნება და მისი გადაღება საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია დაგეგმილი. საკონკურსო სიმღერის კლიპში ანსამბლ „შავნაბადას“ მომღერლები და სპეციალურად შერჩეული 50-ზე მეტი ტიპაჟი მიიღებს მონაწილეობას. ვიდეორგოლზე რეჟისორი გიორგი ებრალიძე იმუშავებს“, - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

გიორგი ებრალიძემ 1985 წელს ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. 1980-1985 წლებში საქართველოს ტელევიზიის სატელევიზიო თეატრის რეჟისორი იყო. გიორგი ებრალიძე სხვადასხვა ქართული და უცხოური საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
საქართველო „ევროვიზია 2019"-ზე: ვინ არის ოთო ნემსაძე

ვიდეოკლიპის გადაღება რამდენიმე დღეს გაგრძელდება, ვიდეოს პრემიერა აპრილის დასაწყისში გაიმართება.

ოთოს ხუთივე ბეკვოკალისტი, რომლებიც ევროვიზიის სცენაზე მასთან ერთად წარდგებიან, ანსამბლ „შავნაბადას“ წევრია.

წელს ისრაელში ოთარ ნემსაძე შეასრულებს კომპოზიტორ რომან გიორგაძის ქართულ კომპოზიციას „სულ წინ იარე".

ქართული დელეგაცია თელ-ავივში 4 მაისს გაემგზავრება, იუწყება პირველი არხი. მეორე დღეს, 5 მაისს, ოთო ნემსაძე პირველ რეპეტიციას გაივლის.

ევროვიზიას ქართველი მაყურებელი ტრადიციულად პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათზე ნახავს.

© photo: Georgian Idol / FBოთო ნემსაძე
„ეს მასშტაბური იქნება“ - საქართველოში „ევროვიზია 2019-სთვის“ კლიპს იღებენ - Sputnik საქართველო
ოთო ნემსაძე

ოთარი (მომღერლის სრული სახელი) წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა. 2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში - „ერთი ერთში" (2015). 2013 წელს ოთო ნემსაძემ სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა“ გამოუშვა.

ყველა ახალი ამბავი
0