საქართველოს პასპორტი გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა

© photo: Sputnik / Stringerქართული საერთაშორისო პასპორტი
ქართული საერთაშორისო პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს უვიზო ან გამარტივებული რეჟიმით სარგებლობა მსოფლიოს 114 ქვეყანაში შეუძლიათ.

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Henley&Partners-ის 2019 წლის პასპორტების ინდექსში 49-ე ადგილზე განთავსდა.

შარშანდელთან შედარებით საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
თბილისი თეირანთან სავიზო რეჟიმის გადახედვას გეგმავს?!

„ჰენლი ენდ პარტნერსი” რეიტინგს იმის მიხედვით ადგენს, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია ამა თუ იმ პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა. საქართველოს მოქალაქეებს ამჟამად უვიზოდ ან გამარტივებული რეჟიმით მსოფლიოს 114 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.

რეიტინგში ლიდერობენ იაპონია, სამხრეთ კორეა და სინგაპური. ამ ქვეყნების პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 189 ქვეყანაშია შესაძლებელი. რეიტინგის აუტსაიდერები კი არიან ერაყი და ავღანეთი (30 ქვეყანა).

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი რეიტინგში 78-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 73-ზე, თურქეთი 50-ე, ხოლო რუსეთი 47-ე ადგილს იკავებს.

ტაილანდში შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 14 აპრილიდან გამარტივდება >>

კომპანია Henley&Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს.

კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0