23:53 04 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (237)
19910

საქართველოსა და ტაილანდს შორის ტურისტული კავშირების განვითარებას პირდაპირი ავიარეისების არარსებობა უშლის ხელს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ტაილანდში ტურისტული მიზნით წავლენ, 14 აპრილიდან შესაძლებლობა ექნებათ, ვიზა იქ ჩასვლის შემდეგ მიიღონ (Visa on Arrival), ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეები ტაილანდში ტურისტული მიზნით ყოფნას 15 დღის განმავლობაში შეძლებენ.

ტაილანდი ამარტივებს სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის>>

დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე ორივე ქვეყნის პირებს წინასწარ ვიზის მიღება 14 მარტიდან აღარ სჭირდებათ. შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის 2018 წლის 26 სექტემბერს მოეწერა ხელი.

საქართველოს 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ეწვევა ტაილანდის დელეგაცია ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის სასივატ ვონგსინსავატის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს, ასევე ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ტაილანდის საგარეო უწყებებს შორის, რომლის მსვლელობისას მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

ჯერჯერობით ქართველ ტურისტებს ტაილანდში იშვიათად ნახავთ. ერთი მხრივ, ეს უკავშირდება იმას, რომ ამ ქვეყანას საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰყავს, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისები არ სრულდება. ვიზის მისაღებად საჭიროა თურქეთში, სომხეთში ან აზერბაიჯანში ჩასვლა.

ტაილანდში 2017 წელს დაახლოებით 1,5 ათასი ქართველი ტურისტი იმყოფებოდა. ტურისტული შვიდდღიანი საგზურის ღირებულება საქართველოდან ტაილანდში 750 დოლარიდან იწყება და 2 ათას დოლარს აღწევს.

დაუვიწყარი ტაილანდი და კიშინოვში გამგზავრებული გოგო, რომელიც ლვოვში აღმოჩნდა>>

საქართველოსა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივნისს დამყარდა. ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებს შორის გააქტიურდა. გაიმართა ორივე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენელთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები როგორც ბანგკოკში, ისე თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ვითარდება ეკონომიკის სფეროში.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (237)

მთავარი თემები