დაუვიწყარი ტაილანდი და კიშინოვში გამგზავრებული გოგო, რომელიც ლვოვში აღმოჩნდა

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeბაია ძაგნიძე
ბაია ძაგნიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაია ძაგნიძე პროფესიით ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარი პროფესიით გააგრძელა მუშაობა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა პროფესიისთვის განსხვავებული მიმართულება მიმეცა და ეკეთებინა ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ამიჭებდა.

2017 წლიდან  ე.წ. „ფრილენსერია”. სხვადასხვა უცხოურ გამოცემებს საქართველოს შესახებ უწერს სტატიებს ინგლისურ ენაზე და აწარმოებს საკუთარ ბლოგს  Red Fedora Diary  რომელიც მოგზაურობას ეხება. თითქმის ყველა მისი ჰობი მოგზაურობას უკავშირდება — ფოტოგრაფია, ლაშქრობა, ბუნებაში ხეტიალი და ა.შ.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeბაია ძაგნიძე და მარიამ ნანობაშვილი
ბაია ძაგნიძე და მარიამ ნანობაშვილი - Sputnik საქართველო
ბაია ძაგნიძე და მარიამ ნანობაშვილი

 

- რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში მოგზაურობას?

— სამწუხაროდ, ამ ეტაპზე იმხელა ადგილი არ უკავია, როგორც მინდა რომ ეკავოს. ჩემი გადაწყვეტილებაც, რომ თვითდასაქმებული გავმხდარიყავი ამ მიზნისკენ მიდის. ცხოვრების დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას, ცხოვრებასა და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მუშაობას მინდა დავუთმო.

რაც შეეხება მოგზაურობას, სულ პირველად საქართველოს საზღვარი თურქეთისკენ 10 წლის ასაკში გადავკვეთე. ცეკვიდან გასტროლებზე მივდიოდით ანკარაში. მართალი გითხრა, ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი. შემდეგ უკვე უნივერსიტეტში ჩავაბარე პრაღაში და იქ გავატარე ოთხი წელი. პრაღაში ცხოვრებამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ბევრი ღირებულება გადამაფასებინა, და ბევრი უცხოელი მეგობარი შემძინა. ქალაქი, რომ ლამაზია, ამაზე საუბარს არ დავიწყებ, უბრალოდ გეტყვით, რომ სადმე ცხოვრება და იმავე ქალაქში რამდენიმე დღის გატარება სხვადასხვა რამეა. ჩემი შთაბეჭდილებები პრაღის შესახებ აბსოლიტურად განსხვავდება იმ ადამიანის შთაბეჭდილებებისგან, ვისაც იქ ტურისტად უმოგზაურია.

თბილისში დაბრუნების შემდეგ, ორ წელიწადში, აზიაში წავედი საუკეთესო მეგობართან ერთად. ოთხი თვე, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ვმოგზაურობდით. ამ მოგზაურობიდან ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ტაილანდი იყო. იქაური კულტურა, ტრადიციები, არქიტექტურა, სამზარეულო სრულიად განსხვავდება იმისგან რაც აქამდე მენახა.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- ამან იქონია გავლენა თქვენს შემდეგ მოგზაურობებზე?

— მოგზაურობის სურვილი ბავშვობიდან მქონდა. პროფესიის არჩევისასაც ვფიქრობდი რა უნდა ამერჩია, რომ ბევრი მემოგზაურა, თუმცა მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „სამოგზაურო ჟურნალისტიკას” (travel writer) გავყვებოდი. აზარტი ნამდვილად არის. რაც უფრო ბევრ ქვეყანას ნახულობ, მით უფრო მეტი გინდა.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას, ქალაქს სადაც უნდა იმოგზაუროთ? თქვენთვის მნიშვნელოვანია ბუნება, ხედები, კულტურა, მუზეუმები თუ სხვა?

— ქვეყნის ან ქალაქის არჩევისას პრიორიტეტი ძირითადად არ მაქვს. ყველგან მინდა მოგზაურობა, სადაც კი შეიძლება, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნებს იმის მიხედვით ვარჩევ რასაც ჩემი კონკრეტული ბიუჯეტი გაწვდება. ქალაქებს რაც შეეხება, აქ უფრო მოქნილი ვარ და ვცდილობ ისეთი მარშრუტი დავგეგმო, რომ წრეები არ ვარტყა და ზედმეტი დანახარჯი არ მქონდეს.  მუზეუმები დიდად არ მიყვარს, თუმცა მუზეუმსაც გააჩნია. ისტორიულ, კულტურულ და ხელოვნების მუზეუმებს იშვიათად ვსტუმრობ. უფრო უცნაური ტიპის მუზეუმები მიზიდავს, მაგალითად ჩერნობილის მუზეუმი კიევში, „დამსხვეული ურთიერთობების” (Museum of Broken Relationships) მუზეუმი ზაგრებში, ან საბჭოთა ოკუპაციის გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. დანარჩენს ისე ვარჩევ, რაც მაინტერესებს და ლამაზი არქიტექტურითა და ხედებით გამოირჩევა. მოგზაურობის დაგეგმვას დიდ დროს ვუთმობ, ბევრ ბლოგს ვკითხულობ, ფოტოებს ვათვალიერებ და ოპტიმალურ გეგმას ვადგენ.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

— ჯერჯერობით 19 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა აქედან ბევრი კარგად არ მინახავს. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნის ერთი ან ორი ქალაქი მაქვს ნანახი. ჩეხეთი, კონკრეტულად პრაღა, ყოველთვის იქნება ჩემთვის განსაკუთრებული. ამას გარდა, გამოვარჩევდი აზიის ქვეყნებს, ნეპალს, ტაილანდსა და კამბოჯას. სამივე ერთმანეთისგან განსხვავებული ქვეყნებია, თუმცა ტაილანდსა და კამბოჯაში რაღაც საერთოს მაინც იპოვი. ზოგადად, ეს მოგზაურობა იმდენად ბევრი რამის მომცველი იყო, რომ ამ შთაბეჭდილებებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყავნს. მსოფლიოს ეს ნაწილი უბრალოდ უნდა ნახო!

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- ყველაზე ეგზოტიკური და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო?

— ყველაზე ეგზოტიკური ტაილანდი იყო. ყველაფრით ერთდოულად მოვიხიბლე. ტაილანდში, ნეპალიდან ჩავედით. საკმაოდ განუვითარებელი ქვეყნიდან, განვითარებულში ჩასულები აეროპორტშივე მივხდვით, რომ სრულიად სხვა რეალობაში ამოვყავით თავი. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ სხვანაირი განვითარებაა. მაგალითად, ბანკოკის აეროპორტიდან ქალაქში მისასვლელად მატარებელს უნდა გაყვე. ბილეთის ყიდვისას ყვითელი ჟეტონი მოგვცეს. როგორც ადრე იყო ჩვენთან მეტროში, ან სხვა ქვეყანაში მინახავს. ჟეტონის ჩასაგდებ ადგილს ვეძებდი და ვერსად ვნახე, არც რაიმე მიმანიშნებელი იყო, როგორ მომეთავსებინა იგი. ბოლოს,  სალაროდან გოგომ გამომძახა და მითხრა, რომ ჟეტონი უბრალოდ რკინაზე უნდა დამედო და კარებიც გაიღებოდა. ბაქანზე მისულებს, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გოგო დაგვხდა, რომელმაც მიგვანიშნა სად უნდა გავჩერებულიყავით და დაგვეცადა. მატარებლის მოსვლისას და მგზავრების გამოსვლის მერე, მატარებელი წამის მეათედში დამლაგებელმა მოასუფთავა, სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილმა გოგომ კი იქაურობა მიათვალიერა და გვაუწყა, რომ მატარებელში შესვლა უსაფრთხოა და მხოლოდ ამის მერე დაგვრთო ნება შევსულიყავით.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება გაიხსენოთ  უცნაური კანონი და ადათ წესი, რომელსაც უცხო ქვეყანაში წააწყდით.

— ამ კითხვის პასუხიც ტაილანდია. ბანკოკში მეტროს რაღაც ნაწილი ესტაკადაზე გადის. მგზავრობისას მომენტებია, როდესაც უცბად მატარებელი ჩერდება და გაუწყებს, რომ შემდეგ გაჩერებამდე მისვლას ორი წამით აგვიანებს და ბოდიშსაც გიხდის!

ტაილანდელებს ძალიან უყვართ „კეჩუპი”, თავიანთი კერძების გარდა, ყველაფერზე კეჩუპს ასხავენ. რესტორანში სადილობისას კი, ცუდ ტონად ითვლება თუ მომსახურე პერსონალი შენს ცარიელ თეფშს აიღებს შუა მაგიდიდან. თუ ჭამა დაასრულე, თეფში მაგიდის კიდესთან უნდა დადო, რაც მიანიშნებს პერსონალს, რომ შეუძლია თეფშის აღება.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?

— კი, საკმაოდ ბევრჯერ. ძირითადად, ჩვენს ყველა მოგზაურობას რამე კურიოზი ან გაუთვალისწინებელი შემთხვევა სულ თან სდევს.  პრაღიდან კიშინოვში მოგზაურობისას, სრულიად შემთხვევით თავი უკრაინის ქალაქ ლვოვში ამოვყავი, მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დღეს გასასვლელმა ავტობუსმა გეგმები შეცვალა და ტექნიკური გაუმართავობის გამო, სადგურზე მისულს უარი მითხრეს და უკრაინის ავტობუსზე გადამსვევს იმ იმედით, რომ იქიდან მარტივად ჩავიდოდი მოლდოვაში. საბოლოო ჯამში, არც ისე მარტივი ყოფილა ლვოვიდან კიშინოვში ჩასვლა.

ტაილანდის ერთ-ერთ კუნძულზე შტორმშიც მოვყევით.ჩემი მეგობარი მარიამი მოტოკიცლეტიდან ჩამოვარდა და საბედნიეროდ არაფერი დაიშავა. გამოუცდელობის გამო, აზიაში მოგზაურობისას ბევრი დრო და თანხა უაზროდ დავხარჯეთ. ნეპალში არასწორ ადგილას ჩამოგვსვა ავტობუსის მძღოლმა, ნაკრძალიდან საკმაოდ შორს. ბიუჯეტის გათვალისწინებით ყველაზე იაფიანი დასარჩები ადგილი ვიპოვეთ, რომელსაც შესაძლოა სასტუმროს რეპუტაცია სრულებითაც არ ჰქონდა.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმოგზაურიათ?

— მთელი აზიის ტური ექსტრემალურ სიტუაციაში მოგზაურობა იყო. განსაკუთრებით ნეპალში მოგზაურობისას მქონდა ეს განცდა. იქ ძალიან ვიწრო ავტობანებია, ზოგ მონაკვეთში საკმაოდ უჭირს ორ მანქანას გვერდიგვერდ გავლა. შესაბამისად, ავტობუსისა და სატვირთო მანქანების მძღოლები როგორ ახერხებდნენ მანევრირებას, ჩემთვის, დღემდე გაუგებარია.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeბაია ძაგნიძე მეგობრებთან ერთად
ბაია ძაგნიძე მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ბაია ძაგნიძე მეგობრებთან ერთად

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— აზიური და ინდური კერძები მიყვარს. სახლშიც ხშირად ვამზადებ. ყველაზე უნცაური რაც გამისინჯავს დამპალი კვერცხია, ე.წ. Century egg, რომელსაც ნახშირში რამდენიმე კვირასა თუ თვეს ინახავენ და შემდეგ სხვადასხვა კერძებში მოიხმარენ, ან ისე ჭამენ. ეგზოტიკურს რაც შეეხება, კამბოჯაში ნიანგის ხორცი გავსინჯეთ. მატლები და ტარაკნები არსად მიჭამია.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeბაია ძაგნიძე მეგობრებთან ერთად
ბაია ძაგნიძე მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ბაია ძაგნიძე მეგობრებთან ერთად

- საქართველოს კუთხეებშიც აქტიურად მოგზაურობთ?

— კი, საქართველოს კუთხეებში პერიოდულად ვმოგზაურობ. ბევრი ლამაზი და კარგი ადგილი, არც აქ მაქვს ნანახი, თუმცა ძირითადი ღირსშესანიშნავი ქალაქები როგორიცაა ქუთაისი, მესტია, ბათუმი, ახალციხე, თელავი, სიღნაღი, ანანური, ყაზბეგი, ბორჯომი, უშგული, ზუგდიდი და ა.შ ნანახი მაქვს. ჯიპ ტურით თუშეთის ძირითადი სოფლები მაქვს შემოვლილი, თუმცა აქ დაბრუნება საფეხმავლო ტურით ძალიან მინდა. ბავშვობაში, წყალტუბოს მღვიმეებში მიცოცია  მთელი საჭირო აღჭურვილობით, ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, შავი კლდეების ტბაზე მილაშქრია…

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

— წელს გადაწყვეტილი მაქვს რომ ზაფხული საქართველოში მოგზაურობას უნდა დავუთმო. დაგეგმილი მაქვს ჯავახეთის ტბების, დაშბაშის კანიონის, ახალციხის და დუხაბორების დასახლების ნახვა. შემდეგ სალაშქროდ ჯუთას ხეობა და აბუდელაურის ტბები, მერე კი პროფესიული საჭიროების გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, ყველა აუცილებელი და ტურისტული ქალაქის თავიდან ნახვა მაქვს გეგმაში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0