„ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე დაასახელა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნება
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მთაწმინდის ოლქში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება, განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

არჩევნების მთავარი ინტრიგა: ვისზე დადებს ფსონს მმართველი პარტია>>>

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. ამავე დღეს გაიმართება საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მერებისა და საკრებულოების დეპუტატების შუალედური არჩევნებიც.

მთაწმინდა - Sputnik საქართველო
ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი

პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.

„ბატონი ლადოსთვის ქალაქზე ზრუნვა უცხო არ არის. ის ჩვენ გუნდს გააძლიერებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა კახაძის წარდგენისას.

ლადო კახაძე 1953 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა.

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1979-1982 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიისა და სხივური დიაგნოსტიკის კათედრების კლინიკური ორდინატორი; 1982-1987 წლებში სტუდენტთა საკონსტრუქტორო სამეცნიერო-კვლევითი ბიუროს უფროსი ლაბორანტი; 1987-1992 წლებში საქართველოს დიაგნოსტიკის ცენტრის ულტრაბგერითი განყოფილების ხელმძღვანელი; 1993-1998 წლებში შპს სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნატოს" პრეზიდენტი; 2002-2006 წლებში სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნატის" კონსულტანტი; 2012 წლიდან კლინიკა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას" ექიმი-ექოსკოპისტი; 2015 წლიდან კლინიკა „აქსა მედიქალის" ექიმი-რადიოლოგი. 2018 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

ლადო კახაძე 1998-2002 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. 

ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ერთდროულად ჩატარდება>>>

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ხუთი ქალაქის მერობის კანდიდატებიც დაასახელა. კერძოდ, ზუგდიდში მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია იქნება, მარნეულში – ზაურ დარგალი, ზესტაფონში – გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში – გივი მოდებაძე, ხულოში კი – ვახტანგ ბერიძე.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ პარლამენტის დეპუტატის მანდატისთვის ბრძოლას ასევე აპირებენ პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი, პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წარმომადგენელი გერმან საბო და ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელიც „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „თავისუფალი დემოკრატების" ერთიანი კანდიდატია. აღნიშნული პარტიები შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდნენ.

ბოლო მონაცემებით, მერების შუალედური არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოს ცალკეული დეპუტატების არჩევნები – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის კონკრეტულ ოლქებში.

ყველა ახალი ამბავი
0