ვინ მიიღებს 1 მილიონ დოლარს: მასწავლებელთა გლობალური დაჯილდოება დღეს გაიმართება

© photo: Teacher's House / FBლადო აფხაზავა
ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დუბაიში ფინალურ დაჯილდოებაზე  ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც  ჩავიდა

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი  Global Teacher Prize 2019-ზე დუბაიში დღეს, 18:00 საათზე გამოვლინდება, აღნიშნულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო
ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვლადიმერ (ლადო) აფხაზავაც  მოხვდა. ლადო აფხაზავას გარდა, საუკეთესო ათეულში არიან მასწავლებლები ბრაზილიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ინდოეთიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, აშშ-დან და კენიიდან. The Global Teacher Prize 2019-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ გამარჯვებულს 1 მლნ დოლარი გადაეცემა.

დუბაიში ფინალურ დაჯილდოებაზე  ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც  ჩავიდა.

გუშინ  Global Teacher Prize 2019-ზე დუბაიში ქართველმა ფინალისტმა  „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ლადო აფხაზავა  22 მარტს  ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. 2015 წლიდან სწორედ ვარკის ფონდი (Varkey Foundation) გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ამ დროისთვის ვარკის ფონდს მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 200-მდე ელჩი ჰყავს.

2017 წელს აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მოიპოვა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ.

ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო
ლადო აფხაზავა: საჭიროა ბავშვების მომზადება არა გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის

ვლადიმერ აფხაზავა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა, 1999 წელს კი წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2010 წლიდან მუშაობს სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.

„The Global Teacher Prize“ კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენისას შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებენ: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; სხვების წახალისება მასწავლებლის პროფესიის ათვისებისკენ; პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში წვლილის შეტანა; სწავლებისას თვალსაჩინო შედეგების მიღწევა; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გათვალისწინებით.

ყველა ახალი ამბავი
0