ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

© Facebook / photo: Lado Apkhazava / FBლადო აფხაზავა
ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
The Global Teacher Prize 2019-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 24 მარტს გამოვლინდება

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა, აღნიშნულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველ მასწავლებელს მილიონი აშშ დოლარის მოგების შანსი აქვს>>>

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. The Global Teacher Prize 2019-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

მასწავლებლის ჯილდო - Sputnik საქართველო
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო" თავის გმირს ეძებს

2015 წლიდან სწორედ ვარკის ფონდი (Varkey Foundation) გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ამ დროისთვის ვარკის ფონდს მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 200-მდე ელჩი ჰყავს.

ლადო აფხაზავა ამჟამად დუბაიში იმყოფება. The Global Teacher Prize 2019-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ქართველი მასწავლებელი მსოფლიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა>>>

2017 წელს აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მოიპოვა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ.

ვლადიმერ აფხაზავა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა, 1999 წელს კი წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2010 წლიდან მუშაობს სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.

 

ყველა ახალი ამბავი
0