ვითარება საქართველოს გზებზე: ძლიერმა თოვამ პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს სამხედრო გზის გაწმენდა თოვლისგან
საქართველოს სამხედრო გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვები უამინდობის გამოა დაწესებული

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით,  ზვავსაშიშროების და ინტენსიური თოვის გამო,  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გარემოს ეროვნული სააგენტო - Sputnik საქართველო
მეტეოროლოგებს საქართველოში პროფესიული დღესასწაული მიულოცეს

კერძოდ, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან 85-ე კმ. მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, თოვის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია სომხეთისა და თურქეთის საზღვარზეც.

კერძოდ,  ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112-ე კ.  მონაკვეთზე  და ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სამაშველო კოშკურა ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ამინდი გაუარესდა

სააგენტოს ცნობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვებია დაწესებული სვანეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზეც. კერძოდ,  ჯვარი-უშგული (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის  30-186-ე კმ.) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მესტია-კალას (138-170-ე კმ.)   მონაკვეთზე თავისუფალია,  ხოლო, კალა-უშგულის (170-186-ე კმ.)  მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის  ზუგდიდი-ჯვარის (1-30-ე კმ.)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0